x
ვლადიმერ პუტინმა რეიტინგის კუთხით მორიგი რეკორდი მოხსნა

imageვლადიმერ პუტინმა რეიტინგის კუთხით მორიგი რეკორდი მოხსნა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს გამოკითხულთა 89, 9 %-მა დაუჭირა მხარი. გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსულმა ცენტრმა - "ვციომმა" ჩაატარა.
კვლევის თანახმად, პუტინის ქმედებებს 10-დან 9 რუსი უჭერს მხარს, რაც პირველ რიგში, სირიაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება. რესპოდენტთა 26% მიჩნევს, რომ ეს გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
ბოლო რეკორდი პუტინმა მიმდინარე წლის ივნისში მოხსნა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს გამოკითხულთა 89, 1%-მა დაუჭირა მხარი.
"ვციომმა" გამოკითხვა 17-18 ოქტომბერს, რუსეთის 130 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა და მასში 1 600-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

0
447
შეფასება არ არის
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0