x
ოდესის მერობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის ალექსანდრ ბოროვიკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

imageოდესის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ოდესის მერობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის ალექსანდრ ბოროვიკის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბოროვიკი სუვოროვის რაიონული საარჩევნო კომისიის ქმედებების უკანონოდ ცნობას, რამდენიმე საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებას, ნაწილზე კი - ხმების გადათვლას ითხოვდა.
კიდევ ერთი სარჩელი მერობის კანდიდატმა მალინოვსკის რაიონულ საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ შეიტანა, ანალოგიურ სარჩელს ამზადებს პრიმორსკის რაიონული საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
ოდესის საქალაქო საარჩევნო კომისიის ცნობით, კვირას ჩატარებულ მერის არჩევნებში ოდესის მოქმედმა მერმა გენადი ტრუხანოვმა გაიმარჯვა, მას არჩევნებში მონაწილეთა 50%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და ალექსანდრ ბოროვიკმა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავეს, არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე განაცხადეს.
28 ოქტომბერს, ოდესის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს შენობასთან, სადაც ხმის დათვლის პროცედურის დროს დარღვევების შესახებ სარჩელი განიხილებოდა, ბოროვიკისა და ტრუხანოვის მხარდამჭერთა მიტინგები გაიმართა.
29 ოქტომბერს კი, სააკაშვილი ოდესაში მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრაზე "ქურდებისა და თაღლითების" საწინააღმდეგო კომიტეტი შექმნეს

0
227
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0