x
ბარაკ ობამას განცხადებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს სირიის სტრატეგიის საკითხზე აზრთა სხვაობა აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს სირიის სტრატეგიის საკითხზე აზრთა სხვაობა აქვთ. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.
აშშ-ის ლიდერის თქმით, მხარეები მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, თუ როგორ აღკვეთონ ინციდენტები სირიის საჰაერო სივრეში ორი ქვეყნის ავიაციას შორის.
"პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ თუ იმას გააგრძელებს, რასაც ბოლო 5 წელიწადია აკეთებს, ანუ თუ ასადის რეჟიმს დაუჭერს მხარს პრობლემა მოგვარდება", - განაცხადა ობამამ.
მისი თქმით, რუსეთი "ბომბების საშუალებით" სირიაში ვითარებას ვერ დაარეგულირებს.
როგორც "ბიბისი" წერს, გუშინ ბარაკ ობამამ სირიაში არსებული ვითარება აბუ დაბის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბენ ზაიდ ალ-ნაჰაიანთან განიხილა. სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ რუსეთმა ყურადღება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე უნდა გაამახვილოს.image

0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0