კახეთი საფრანგეთის ქალაქ შატონეფსა და ქალაქ სიღნაღს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 2015, 5 ოქტომბერი, 22:34 4 ოქტომბერს ფრანგულ-ქართული ასოციაციის „საქართველო ცენტრში“ ინიციატივით, საფრანგეთის ქალაქ შატონეფსა და ქალაქ სიღნაღს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ლევან მოსიაშვილი საფრანგეთსი მოღვაწე კახელი მხატვარია, მხატვრის შეფასებით : -დიდი ხნის ოცნება ასრულდა, სულ მინდოდა საფრანგეთისთვის კახეთი გამეცნო და კახეთისთვის ვიქტორ ჰიუგოს სამშობლო, დღეიდან სიყვარულის ქალაქი სიყვარულის ქვეყნის ოფიციალური მეგობარი გახდა, გილოცავთ ! წინ საინტერესო პროექტები გველის. 48 შეფასება არ არის
|