x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70072
  • ვიდეო:322865
  • სურათი:424131
- ფაქტი, რომელსაც მეცნიერები ვერ ხსნიან !!! ყოველწლიურად 40-მდე გველი მარიამობის დღესასწაულზე თავს ესხმის

image28 აგვისტოს, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრები ჯაფოშვილების ოჯახს უამრავი გველი "სტუმრობს". ეს უცნაური ამბავი წლების მანძილზე, სწორედ მარიამობის დღეს ხდება და ნოემბრამდე გრძელდება...
სახლში ყოველდღიურად, 15-20 გველი შედის, მაგრამ ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ქვეწარმავალთა რაოდენობა 40-მდეც კი ასულა. გველები ყველაფერს ედებიან - მათ ნახავთ მაცივარზე, კარადის თავზე, პიანინოზე, საწოლზე, ტელევიზორზე, კუთხეში მიდგმულ კაქტუსზე...
ადამიანი უძველესი დროიდან, შეუცნობელ სამყაროს მიაკუთვნებდა გველს. ეს არსება იდუმალებით მოცული ბევრი მოვლენისთვის დაგვიკავშირებია. მაგრამ სულ სხვაა ჯაფოშვილების სახლში დაფიქსირებული მოვლენა, რომელსაც მეცნიერები ჯერჯერობით ვერაფრით ხსნიან...

ყველაფერთან ერთად, ვერცხლისფერი გველის ასეთი სახეობა სოფელში სხვაგან არსად შეუნიშნავთ, ისინი მხოლოდ ჯაფოშვილების საცხოვრებელ სახლში არიან. არც ეზოში, არც სახლიდან 10 მეტრის მოშორებით აშენებულ სამზარეულოში არ ბინადრობენ... აღნიშნულ სახლში ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობს – გივი და თამარ ჯაფოშვილები, მათი შვილი გურამი და რძალი თამუნა. წყნარი, ჩვეულებრივი ოჯახია, რომლის გასაჭირის შესახებ მთელმა რაიონმა იცის. ისინი ინსტანციიდან ინსტანციაში დადიან და შველას ითხოვენ, მაგრამ ამაოდ...

გავაზიდან დაბრუნებისთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ჰერპეტოლოგიური ლაბორატორიის გამგეს, ბატონ დავით ბეკოშვილს დავუკავშირდი და კომენტარი ვთხოვე. გველების სპეციალისტსაც კი დაუჯერებლად ეჩვენა ჩემი ნაამბობი, მაგრამ საკუთარი აზრი მაინც გამიზიარა და უამრავი საინტერესო შემთხვევაც მიამბო.

- გველებთან დაკავშირებით, უამრავი მითი და ლეგენდაა ადამიანების მიერ მოგონილი. მაგალითად, ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის: მართალია თუ არა, რომ როდესაც გველი წყალში ჩადის, შხამს ქვაზე ტოვებს და რომ ამოვა, თუ ვერ მიაგნო, ქვაზე თავს ურტყამს და კვდებაო?.. ეს არის ზღაპარი, ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი. რადგან ადამიანებმა იციან, რომ გველი შხამიანია, ამიტომ თუ წყალში უკბინა და ამან არ მოწამლა, ფიქრობენ - ე.ი. შხამი ქვაზე ჰქონდა დატოვებულიო... ქვაზე კი არ აქვს დატოვებული, არამედ გველის ეს სახეობა არაა შხამიანი - ეს გახლავთ წყლის ანკარა და მისი ნაკბენი მავნებელი სულაც არ არის. ზოგს ისეთი პანიკური შიში აქვს, რომ ერთი გველი ათად ეჩვენება ხოლმე, ზოგი ამტკიცებს, რომ ბანჯგვლიანი გველი ნახა... ოდითგანვე გველი სიბრძნის სიმბოლოდ იყო მიჩნეული და ეს მართლაც ასეა. გველები ძალზე მშვიდი არსებები არიან. მათ აქვთ ძალზე სუსტი მხედველობა და არჩევენ მხოლოდ მოძრავ საგნებს. ამიტომ ხშირად ყოფენ ენას, რადგან გარე სამყაროს აღქმას სწორედ ენით ახდენენ. ენითვე შეიგრძნობენ მოახლოებული ადამიანის სითბოს თუ სხვა საგნებს. ასეთ დროს, სისინით აფრთხილებენ -წადიო. მქონია შემთხვევა როდესაც გველთან ძალზე ახლოს მივსულვარ, მაგრამ მას შეუნარჩუნებია სიმშვიდე და არც კი განძრეულა, რათა შეუმჩნეველი დარჩენილიყო და მისთვის გვერდი ამევლო... თუ ის გრძნობს საშიშროებას იმისა, რომ ვთქვათ, ფეხს დაადგამენ ან რაიმეს ავნებენ, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ჯერ სისინით, შედმგომ კი კბენით დაიცვას თავი. შეიძლება ისე მოხდეს, რომ მოძრავ საგანს დაინახავს თუ არა, გაიქცეს. ერთ ამბავს მოგიყვებით. ახლობლებმა დაიჭირეს გველი. ამ დროს ქვეწარმავალს დაუზიანდა რბილი ქსოვილი კისრის არეში. ჭრილობაში ბუზს ჩაუდვია კვერცხები, გამოჩეკილან მატლები და
კანქვეშ ფუთფუთებდნენ. გავუსუფთავე ჭრილობა და გავათავისუფლე უსიამოვნო შეგრძნებისგან. შემდეგ გავუშვი, მაგრამ არ მიდიოდა – თითქოს მადლიერებას გამოხატავდა... თითოეულ გველს საკუთარი ხასიათი აქვს, ისევე, როგორც ადამიანს.

7
2102
24-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
2102
  
10 იანვარი, 9:41
ყოჩაღ მამუკა,კარგი სტატია დაწერილი სიდედრებზე!!!
2015, 29 სექტემბერი, 16:58
:))
2015, 24 სექტემბერი, 18:25
ეგ არ დამანახო და ხმას არ ამოვიგებ :D :D
2015, 24 სექტემბერი, 18:16
ნუ დამცინი თორემ გამოგიგზავნი სრიალით:)
2015, 24 სექტემბერი, 18:08
კარქია მერე :D
2015, 24 სექტემბერი, 18:07
რა ვქნა ძალიან მომწონს ეს ქვეწარმავალი და.
0 1 7