x
image
მამუკა123
5 ადგილი საქართველოში, რომელიც სანამ ცოცხალი ხარ უნდა ნახო. ეთანხმებით?
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნახევარი მსოფლიო მოვლილი გაქვთ, საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება აუცილებლად გაგაკვირვებთ. აქ თქვენ შეგხვდებათ უნიკალური ძველი ტრადიციების და თანამედროვე მდუღარე ცხოვრების შერწყმა. ჩვენ საქართველოს 5 უმშვენიერესს ადგილს წარმოგიდგენთ, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.


1.მარტვილის კანიონი

მარტვილი დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. კუთხის სილამაზე გაოცებულებს დაგტოვებთ. მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს ქმნის.image




2.უფლისციხე – კლდეში ნაკვეთი ქალაქია. ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები და ნაგებობები გამოირჩევა დიდი ზომებით, გეგმარების და არქიტექტურული ფორმების გეომეტრიული სიზუსტით, მორთულობის მაღალმხატვრული შესრულებით. ეს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, რომელიც ყველამ უნდა მოინახულოს.image





3. დავით-გარეჯის კომპლექსი
ალბათ საქართველოში არ არის ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ იყო ამ კომპლექსში ნამყოფი. დავით-გარეჯი ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე. მიწიერი სილამაზე აქ ზეციურს ერწყმება და გასაოცარ შთაბეჭდილებას ქმნის.image




4. ჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი- VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, სადაც 2 მდინარე უერთდება ერთმანეთს. ულამაზესი მცხეთა ყოველთვის შთააგონებდა მწერლებს და პოეტებს რაიმე განსაკუთრებულის შესაქმნელად.image




5. ბეთანიის მონასტერი
ბეთანიის მონასტერი- ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს. აქ დასვენება თამარ მეფეს უყვარდა და ეს გასაკვირი არაა, რადგან მონასტერს განსაკუთრებული აურა აქვს. ბეთანიას ხშირად სტუმრობენ არა მხოლოდ ტურისტები და არქიტექტორები, არამედ ისინი ვინც იკონოგრაფიას აფასებს.imageზოგჯერ არ არის საჭირო რამე განსაკუთრებულის ძებნა შორს, სხვაგან, ნამდვილი სილამაზე ხომ სულ ახლოსაა.






1
251
3-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
251
  
2015, 27 სექტემბერი, 16:13
კარგია
0 1 1