x
image
მამუკა123
,,მხოლოდ რუსებს შეუძლიათ, საკუთარი შვილები აუზში ჩაუშვან მოსაშარდად. წამოვუხტი.. რუსოო, მოდი ააქ!!“

“რუსთავი 2“-ის თანამშრომელი სალომე ლილუაშვილი, რომელიც ეგვიპტეში ატარებს ზაფხულს, რუსი, ევროპელი და მათ შორის ქართველი ტურისტების შესახებ წერს.“აქ რუსები უმრავლესობაში არიან. რუსები აქაც ყველაზე გამომწვევად იქცევიან. მხოლოდ რუსებს შეუძლიათ, საკუთარი შვილები აუზში ჩაუშვან მოსაშარდად, ჩააფურთხონ, მოწმინდოდ ცინგლი და აუზის წყალში გაურიონ. საკვების ნარჩენები დატოვონ და ძირს დაყარონ.
ევროპა აქაცაა წარმოდგენილი. მათგან აღშფოთების ჩუმი შორისდებულები მესმის მხოლოდ. ჰოდა, ავტეხე დებოში, აღვშფოთდი ქართულად. მოვუხმე ადმინისტრაციას. შევარცხვინე რუსეთი, საკუთარი ნარჩენების აკრეფა მოვთხოვე და ეს ჩემს შვილს ვაყურებინე. სასიამოვნოდ ჩაეღიმა წარმოდგენილ ევროპას, მაგრამ ხმაც არ ამოუღია - სტანდარტულად
მე ვარ ქართველი, მაგრამ ვერ ვარ ასეთი ევროპელი.
მე ვარ ქართველი და ვარ რუსოფობი.
გამარჯობა!“- წერს სალომე ლილუაშვილი, რომელიც პოსტის კომენტარებში რუსების ქცევას დეტალურად აღწერს:
“რა და ოჯახი დევს აქ - სტაბილურად. მოფსმა მოუნდებათ, მიეცუცქება ბავშვი ყუნცულით მშობლებს და აუზში შედიო. ჩავა- მიფსამს. ამოვა, შეჭამენ რამეს და იქვე ტოვებენ. მიაქვს მერე ნაგავი უდაბნოს ქარს და ზეთით გატმასნილ კანზე ხან რომელი ნალოღნი მეწებება, ხან რომელი. იჟღვლინტებიან ეს ბავშვბები, მოწმენს ცხვირს და აუზში გაიბანს ხელს. ჰოდა, ეს ცინგლების ჩარეცხვა იყო პიკი - წამოვუხტი და მეთქი, რუსოოო, მოდი აააქ!!! აქ პერსონალს მენეჯერი მივთხოვე. დავიბარე და გავურჩიე საქმე. აღმოჩნდა, რომ მსგავს შემთხვევებზე შტრაფია, ოღონდ თუ პერსონალი დაინახავს საკუთარი თვალით, იმ შემთხვევაში. ნაგავი დახვავრბული რაც ჰქონდათ, ურნაში ჩავაყრევინე და იმდენი რუსულიც აღმომაჩნდა, რომ გამელანძღამ ახლა ძაან კმაყოფილი ვწევარ. ჰო, გავეცანი - ქართველი ვარ მეთქი“ - წერს სალომე.
სალომე ლილუაშვილი მოგვიანებით ერთი ქართველი ტურისტის ქცევასაც უსვამს ხაზს:
“რუსები წაპუტინდნენ. ძირითადად გერმანელები და ფღანგები შემოემატნენ აქაურობას. იავნანასავით ჩამესმის ამათი ლაპარაკი. ყველა იღიმის. თავი ევროპაში მგონია. ჰოდა, წეღან ქალი შემოჯეელდა აუზზე - თავი ზომაზე მაღლა ჰქონდა აზიდული, კისერს არ ამოძრავებდა ზედმეტად. სათვალე ეკეთა, მაგრამ ვიგრძენი, შავ მინას ამიფარებულ თვალებს მთელს რადიუსზე როგორ აცეცებდა. ერთადერთი იყო, ვინც კევს ღეჭავდა, თან ნერვიულად. სანამ ხმას ამოიღებდა, იქამდე მივხვდი, რომ ქართველია - დაძაბა ეგრევე. მეგონა, დაბურულშუშებიანი ჯიპით მოვიდა და მანქანა იქვე, პლაჟზე, აკრძალულ ზონაზე მიაპარკინგა. ევროპას გადავხედე - ლაღად იღიმიან და შვებულების შვებას ირგებენ. აშკარად სხვა კონტინენტია. ნუ, ვზივარ და ვერ გამირკვევია - რანაირი ევროპელები ვართ ქართველები? რავიimageაბა..“- წერს სალომე ლილუაშვილი.

0
191
2-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0