x
image
მამუკა123
მერაბ გუჯაბიძის უნიკალური კოლექცია

imageმეორე მსოფლიო ომიდან არცთუ ისე დიდი დრო იყო გასული, როცა დაიბადა - 1958 წელს და ომის თემა მისთვის ბავშვობიდან ნაცნობი იყო: „სულ გერმანელებს ვხატავდი, რადგან ფანტასტიკური დიზაინის უნიფორმები ჰქონდათ, ჰუგო ბოსის მიერ შემუშავებული“, - ამბობს მერაბ გუჯაბიძე, ძალიან საინტერესო კოლექციის პატრონი.






image

მერაბ გუჯაბიძისთვის კოლექციის ინსპირაცია „ვილისის“ ფირმის ჯიპი გახდა:
- მე 5 კლასში ვიყავი, როდესაც პირველად ვნახე ეს ავტომობილი, ჩემს მეზობელს ჰყავდა.

როგორც კი პირველი დამოუკიდებელი კაპიტალი გაუჩნდა, „ვილისის“ ჯიპის შეძენა გადაწყვიტა და დიდი ხნის ძებნის შემდეგ 1995 წელს შეიძინა კიდეც. ამ ავტომობილის ნაწილების კოლექციას მანამდე თითქმის 24 წლის განმავლობაში აგროვებდა. 1995 წელს ყველაზე მთავარი საქმე დაიწყო:
- იყო წლები, როცა არ გვქონდა შუქი, გაზი და, რაც მთავარია - არც სამუშაო. შესაბამისად, მქონდა ძალიან ბევრი თავისუფალი დრო და ჩემი მეგობარი ავტოინჟინრების დახმარებით გადავწყვიტე „ვილისის“ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ანალოგის შექმნა. ეს ავტომობილი ჩემს ხასიათს ძალიან უხდება, მისი ესთეტიკა მხიბლავს. WILLIS OVERLAND-ის დიზაინმა დროს გაუძლო.
ოცნების ავტომობილს თითქმის 5 წლის განმავლობაში აწყობდა. imageსწორედ ამან განაპირობა მისი ინტერესი მეორე მსოფლიო ომის აქსესუარების მიმართ:
- მილიტრია ყოველთვის მომწონდა. დავიწყე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჯარისკაცის უნიფორმის, ორდენებისა და სხვა დეტალების მოძიება.
მის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უნიკალურ საბრძოლო ტექნიკას.
ეს იარაღი მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკულ არმიაში გამოიყენებოდა:
კოლტის 1911 წლის მოდელი ქამრით და ბუდით;
ნახევრად ავტომატური იარაღი - კარაბინი კომპაქტური გაბარიტებით. სპეციალურად „ვილისის“ ქარხანაში შეიმუშავეს მეტალის ბუდე, რათა „ვილისის“ მძღოლს ეს იარაღი წინა საქარე მინაზე დაემაგრებინა.
ამერიკული Thompson-ის ავტომატი Tommy gun, როგორც მას მოფერებით ეძახიან ამერიკელები.
ამ ავტომატის ორი ვერსია აქვს: 1928 წლის ვერსია მრგვალი მჭიდით, რომლითაც ალკაპონე და მისი თანამოაზრეები იყვნენ შეიარაღებულები. ეს იარაღი განგსტერის სინონიმია. მეორე ვერსია კი შედარებით გამარტივებულია - წინა სახელურის გარეშე, ვერტიკალური მჭიდით. უფრო მოხერხებული და პრაქტიკული. ორივე იარაღი ბატონი მერაბის სიამაყეა.
იარაღს დაშლილ მდგომარეობაში ინახავს:
„სილუეტს ხედავ, მაგრამ საბრძოლო მდგომარეობაში ვერ მოიყვან. ეს უსაფრთხოებისთვის აუცილებელია“, - ამბობს ბატონი მერაბი.

სურს, მისი სამყარო ყველამ ნახოს:
„მინდა, შევქმნა ჩემი კუთხე და მეორე მსოფლიო ომის ეს უნიკალური კოლექცია სხვებსაც ვაჩვენო“.imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


















0
287
2-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0