სხვა ფსიქოლოგების დასკვნით, სრულიად ნორმალურია მთელი დანაზოგის მოგზაურობაში დახარჯვა 2015, 25 სექტემბერი, 0:03 ნიუ-იორკში, კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაასრულეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ბედნიერებას ახალ-ახალი გამოცდილებები უფრო გვანიჭებენ, ვიდრე ნივთები. და მართლაც, გაიხსენეთ თქვენი შეძენილი ნივთები და შემდეგ ადგილები, სადაც გიმოგზაურიათ. რომელ მათგანთან გაკავშირებთ მეტი მოგონება? რომ დავფიქრდეთ, შეიძლება ვერც მოვიგონოთ სადაა 5 წლის წინ შეძენილი ახალი, საამაყო მობილური, როდესაც მოგზაურობიდან გამოყოლილი ემოციები დღემდე სასიამოვნოდ გვახსენდება. დადებითი გამოცდილებები ჩვენს პიროვნებას ქმნიან. 105 3-ს მოსწონს
|