x
image
პროფესორი
ჩვენი უქნარობა ვაჟას გადმოსახედიდან

image
ვისაც კი შეჰხვდები, ყველა იმას იძახის: „სამსახურს ვეძებო!“ ერთს ახალგაზდა კაცს ვიცნობ, იქნება ექვსი წელი – დადის და სულ „სამსახურს“ ეძებს, დღესაც ვერ უპოვნია. „სამსახურის“ ძიებას რომ შეუდგა, იმას ჰქონდა ნაღდი ფული 3.000 მანეთი. მემკვიდრეობით მიღებული, „სამსახურის“ ძებნაში ეს ფულიც შემოეხარჯა და ეხლა ცარიელი კაცი დადის; განა არ შეეძლო იმთავითვე ამ ფულით ხელი გაენძრია და მოეწყო სოფლად სადმე თავისი ცხოვრება? კი შეეძლო, მაგრამ ხელის განძრევა ეზარებოდა და გვეზარება განათლებულებს. აქაოდა განათლებულნი ვართ, უსათუოდ უმუშევრად უნდა ვიცხოვროთო, ბევრი ამ აზრისაა და კიდეც ეს არის უბედურება.

0
576
7-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
576
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0