x
image
პროფესორი
ოსკარ უაილდის გენიალური ფრაზები
image


ირლანდიელი პოეტი დაიბადა 16ოქტომბერს(1854წელი).შემოგთავაზებთ მის გამონათქვამებს.

1.ყველა ქალი ცდილობს, მამაკაცი კეთილი მოქმედების გზაზე დააყენოს, მაგრამ დავყვებით თუ არა მათ ნებას-როცა მათი კეთილი სურვილის თანახმად, კეთილისმოქმედნი ვხვდებით, მათ აღარ ვუყვარვართ.

2.ლამაზი ტყუილების თქმა-აი, მიზანი ჭეშმარიტი ხელოვნებისა.


3.სამყაროს ნამდვილი საიდუმლო ცხადია და არა უხილავი.

4.არაჩვეულებრივი კაცი; მას არ ყავს მტრები და არავის არ სურს მასთან მეგობრობა.

5.ქველმოქმედება ბრბოს ცოდვებს იწვევს.

6.ნამდვილი სილამაზე იქ მთავრდება, სადაც ინტელექტი იწყება.

7.ჩვენ საერთოდ ვერ ვიტანთ ადამიანებს, რომელთაც იგივე ნაკლი გააჩნიათ, რაც ჩვენ თავად გვაქვს.

8.თქვენ გაცილებით მეტი იცით, ვიდრე წარმოდგენილი გაქვთ, მაგრამ შედარებით ცოტა, ვიდრე გსურთ რომ იცოდეთ

9.მხოლოდ გონებადახშულ უბრალო ადამიანთა ჩვეულებაა, არ შეაფასონ და არ განსაჯონ გარეგნული მშვენება. სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლო მხოლოდ ხილვადშია და არა უხილავში.

10.სანამ ხელიდან წაგივიდოდეთ, დასტკბით თქვენი ახალგზრდობით. უქმად ნუ გაანიავებთ ამ ოქროს წლებს, ნუ მოუსმენთ ფარისეველთა და სიწმინდის ამაო მქადაგებელთა თავმოსაბეზრებელ ბოდვას, ნუ შეეცდებით გამოასწოროთ ის, რაზედაც მარადისობამ სამუდამოდ ხელი ჩაიქნია და სამარადჟამოთაც ასევე დარჩება. თქვენ პირად ცხოვრებას უმეცართ, უხამ და ბილწ, არაფრის მაქნის მდაბიოთ ნუ ჩაუგდებთ ხელთ. ნუ გაჰყვებით ჩვენი საუკუნის ავადმყოფურ მიზნებსა და მაცდურ იდეებს, იცხოვრეთ იმ წარმტაცი და მომხიბვლელი ცხოვრებით, რაც თქვენს არსებაში საიდუმლოდ შეუნახავს არსთაგამრიგეს, ხელიდან ნუ გაუშვებთ ამქვეყნიურ სიამეს. ეძიეთ ახალ-ახალი განცდანი და ნურაფრის შიშს გულში ნუ გაივლებთ.

11.როგორც კი ბედნიერებას ვეზიარებით, ადამიანის სული კეთილშობილებით აღივსება ხოლმე. მაგრამ თვით ბედნიერება ხშირად არ არის კეთილშობილ ადამიანთა ხვედრი.

12.ოდესღაც არსებული ბედნიერების მოგონებაშიც კი მუდამ თავისებური სიმწარეა ჩამარხული,

13.ქორწინებაში ქალი ბედს ეძიებს, მამაკაცი კი მუდამ რისკს ეწევა.

14.ქალებს იმ ნაკლოვანებათა გამო შევუყვარდებით ხოლმე, რომლებიც ბუნებით თან დაგვყოლია.

15.მამაკაცები ცოლს დაღლილობის გამო ირთავენ, ქალები კი იმიტომ თხოვდებიან, რომ ფრიად ცნობისმოყვარენი არიან. ორივე მხარე ბოლოს იმედგაცრუებული რჩება.

16.ლამაზი ქალები არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ მახინჯი ქალები და ლამაზად შეღებილი ქალები.

17.ილუზია “სიამოვნებებში” პირველია.


ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მწერალი

0
103
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0