x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მაწვნის კერძი
მაწვნის კერძი

ინგრედიენტები: ბრინჯი, 500 გრ მაწონი, 200 გრ არაჟანი, 200 გრ ხაჭო, 100 გრ რძე, ორი თავი ხახვი, 50 გრ მარგანინი, ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, ქინძი, კამა და პიტნა.



მომზადება: ავიღოთ 1 ჭიქა ბრინჯი, კარგად გავრეცხოთ და მოვათავსოთ საშუალო ზომის ქვაბში, დავასხათ წყალი ისე, რომ ქვაბი სანახევროდ გაივსოს და დავდგათ ცეცხლზე ბრინჯის მოსახარშად 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოვდგათ და ვაცადოთ სანამ გაცივდება.

ტაფაზე გავადნოთ 50 გრამი მარგანინი და დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაველოდოთ სანამ ხახვი კარამელისფრად შეწითლდება, შეწითლებულ ხახვს დავაყაროთ ერთი სუფრის კოვზი ფქვილი და კარგად ავურიოთ, რომ ფქვილმა ხახვი და ცხიმი ერთ მასად აქციოს, მიღებული მასა ჩავასხათ ბრინჯიან წყალში და კარგად მოვურიოთ, რომ მასა კარგად გაიხსნას წყალში, რომ არ აღმოჩნდეს ცომის პატარა გუნდები.


ავიღოთ ღრმა თასი და მოვათავსოთ მასში მაწონი, არაჟანი და ხაჭო, დავასხათ მას რძე ნახევარი ჭიქა და ჩავახალოთ ერთი ცალი კვერცხი, იქამდე ავურიოთ, რომ მასა იყოს ერთგვარი და ყველა ინგრედიენტი კარგად გახსნილი, მიღებული მასა ნელ ნელა ჩავასხათ უკვე გაცივებულ ბრინჯიან წყალში და კარგად მოვურიოთ, ეს ყველაფერი ისევ დავდგათ ცეცხლზე და დაველოდოთ სანამ დაიწყებს დუღილს.

ქინძი კამა და პიტნა დავჭრათ წვრილად როგორც კი კერძი დაიწყებს დუღილს ჩავყაროთ მწვანილი და დავაყაროთ მარილი გემოვნებით. 5 წუთი დუღილის შემდეგ კერძი შეიძლება გადმოვიღოთ და მივირთვათ,

გასაფორმებლად შეიძლება გამოიყენოთ პიტნის ფოთლები.

0
400
8-ს მოსწონს
ავტორი:Tengu
Tengu
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0