x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უკრაინული ბორში
ინგრედიენტები:

● წყალი - 3 ლიტრი

● ხორცი (ძვლიანი ნაჭრები) - 500 გ.

● ჭარხალი - 1-2 ცალი


● სტაფილო - 2 ცალი

● ხახვი - 1 ცალი

● კომბოსტო - 200-300 გ.

● ბულგარული წიწაკა - 1 ცალი

● ვაშლის ძმარი - 1 სუფრის კოვზი

● ტომატ-პასტა - 2 სუფრის კოვზი

● მცენარეული ზეთი - 4-5 სუფრის კოვზი

● მწვანილი - გემოვნებით

● ნიახური - 1 სუფრის კოვზი

● ოხრახუში - 1 სუფრის კოვზი

● მარილი და შაქარი - გემოვნებით


Борщ по-украински


მომზადება:

ძვლიანი ხორცი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი და ვხარშოთ დაახლოებით ერთ საათის განმავლობაში (ამ დროის განმავლობაში ხორცს მოვაცალოთ ქაფი და გავასუფთავოთ). გავრეცხოთ ყველა ბოსტნეული; სტაფილო და ჭარხალი დავჭრათ ზოლებად, დავასხათ წყალი და ვადუღოთ 15-20 წუთი. ამასობაში კუბიკებად დავჭრათ კარტოფილი და შეურიოთ ბოსტნეულს. კუბიკებად დაჭრილლი ხახვი მოვშუშოთ 4-5 სუფრის კოვზ ზეთში (სანამ ოქროსფერი არ გახდება), დავუმატოთ ტომატ-პასტა და ცოტა ხნით კიდევ გავაჩეროთ ცეცხლზე. წვრილ ზოლებად დაჭრილი კომბოსტო და წიწაკა დავუმატოთ მოხარშულ კარტოფილს, სტაფილოსა და ჭარხალს. შემდეგ დავუმატოთ მოშუშული ხახვი და კარგად ამოვურიოთ. უკვე მიღებულ ბორშს გემოვნებით დავუმატოთ მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, ძმარი და ვადუღოთ 3-5 წუთის განმავლობაში. ბოლოს ბორშს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილები, ჩავყაროთ ხორცი (შეგიძლიათ მიირთვათ გაწურული მაწვნით, არაჟნით ან მაიონეზით) და...


გემრიელად მიირთვით













1
2072
8-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
2072
  
2014, 10 აპრილი, 20:50
არ მომწონს ეს ხორციანი ბორში:X
0 1 1