x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გამჭვირვალე ბულიონი ძროხის ხორცისა და შაქრის ძვლისგან
imageმასალად საჭიროა:

შაქრის ძვალი – 500გრ

ხორცი – 500გრ

სტაფილო და ხახვი – თითო ძირი


ოხრახუშის ან ნიხურის ძირები

მარილი – გემოვნების მიხედვით


გამჭვირვალე ბულიონის მოსამზადებლად ავიღოთ პირველი ხარისხის არამსუქანი ძროხის ხორცი და იმდენივე ძვალი. გავრეცხოთ ხორცი ცივ წყალში, ჩავდოთ საშუალო ზომის ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი იმდენი, რომ ხორცს ოდნავ ფარავდეს, დავახუროთ ქვაბს ხუფი და შვდგათ ცეცხლზე. როდესაც წყალი ადუღდება, მოვხადოთ ქაფი. ნახევარი საათის შემდეგ ჩავაყაროთ თითო ძირი ხახვი, სტაფილო, ოხრახუში. ბულიონისათვის მეტი არომატისა და ყვითელი ფერის მისაცემად სტაფილო და ხახვი წინასწარ შევწვათ გაცხელებულ ტაფაზე უცხიმოდ და ჩავუშვათ ბულიონში.

ბულიონის ხარშვის ხანგრძლივობა 2 - 2 1/2 საათს არ აღემატება. ამის შემდეგ ძვლები ამოვიღოთ.


0
200
2-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0