x
image
K.P.
ნუკი კოშკელიშვილი გათხოვდა: "დიდი მადლობა ჩემ ბიჭს" (+ფოტოები)

imageყველასათვის ცნობილი და საყვარელი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა. მისი რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. "რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპროლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე მსგავს რაღაცეებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"-გვიამბობდა ნუკი.

ნუკი და ბენი სხვადასხვა გადაცემებს ხშირად სტუმრობდნენ, საკუთარი სიყვარულის ისტორიასაც უამბობდნენ, თუმცა ბოლო ერთი წლის მანძილზე ტელეწამყვანი დუმდა და ამტკიცებდა, რომ პირად ცხოვრებას ტაბუ დაადო. სულ რამდენიმე საათის წინ ნუკი დაქორწინდა. "ხშირად მეკითხებიან რატომ არ თხოვდებიო და სულ ვპასუხობ, იმიტომ რომ ბეჭედი მიკეთი სულ "უფალო შემიწყალე"... მეგობრებო ჩემი ბეჭედი ხომ არ გინახავთ!!!!!"-ასე გვამცნო დაქორწინება ნუკიმ. ტელეწამყვანს მეორენახევარმა ულამაზესი ბეჭედი აჩუქა. "დიდი მადლობა "Vera Wang"-ს და რა თქმა უნდა, ჩემს ბიჭს. ერთი სული მაქვს გავიკეთო და არა ჯერ, არაო"-წერდა ნუკი სოციალურ ქსელში და სამკაულის ფოტოსაც აქვეყნებდა. image
ტელეწამყვანმა საქართველოში სამსახური მიატოვა და ტელეკომპანიები გასულ თვეში მის შემცვლელს აქტიურად ეძებდნენ. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ნუკის ქორწილში სტუმრები საქართველოდანაც ჰყავდა და შესანიშნავადაც მოილხინეს. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...imageimageimageimage



0
873
7-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
873
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0