x
image
Guns N Roses
"მივესალმები რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასასრულის დასაწყისს" - მიხეილ სააკაშვილის პირველი განცხადება უგულავას გათავისუფლების შემდეგ

image
როგორც იცით გიგი უგულავა გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთიანი თათბირის შემდეგ გამოაცხადა.
უგულავას სასამართლო პროცესი თითქმის 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 20:00 საათზე 2 საათიანი შესვენება გამოაცხადა.
რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაწყებულ პროცესზე კი პროკურატურამ სხდომის გადადება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა.


მიხეილ სააკაშვილის პირველი განცხადება უგულავას გათავისუფლების შემდეგ. გიგი უგულავა ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამ ფაქტს სოციალური ქსელით უკვე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
"მივესალმები უდანაშაულო გიგი უგულავას გათავისუფებას, 14-თვიანი აბსურდის დასასრულს და რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასასრულის დასაწყისს, " - წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


თვითონ გიგი უგულავა აცხადებს, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი. "ჯერ ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩემთან მიმართებაშიც არ არის დამთავრებული. რადგან ის უმსგავსობა და დღევანდელი პროკურატურის ქმედება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ივანიშვილი და მისი მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ შეეგუება, ვერ ეგუება. დღეს უბრალოდ სასამართლო იყო გამოუვალ მდგომარეობაში. მინდა აქედან მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ძალიან კარგად ვიცი, რომ მე და არა მარტო, ვიყავი მისი პირადი პატიმარი. მისი პირადი პატიმრები რჩებიან საპატიმროში და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მათაც გავათავისუფლებთ. რაც ტურავას და ბევრი მოსამართლის საქციელი ნახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, ჩემთან თუ სხვებთან მიმართებაში, ისევე როგორც მე, იყავით მზად, ჩემს შვილებს ვეუბნები, რომ იყვნენ მზად, ესენი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია, ისევე როგორც იმ პირველი გზის, რომელიც გავიარე, " - განაცხადა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ გიგი უგულავამ.


0
350
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0