საზოგადოება 16 წლის გოგონა სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ცოცხლად დაწვეს.. რა არის ამის მიზეზი? 2015, 2 ივნისი, 16:30 ალბათ ყველა თქვენგანმა იცის, რომ ადრეულ წლებში ცოცხლად დაწვა ერთ-ერთი დასჯის საშუალება იყო და ძალიანაც ეფექტური. ეს სასჯელი მიღებულიც იყო და ხალხი სანახაობითაც ტკბებოდა. ჩვენს დროში კი ასეთი რამ კატეგორიულად აკრძალულია, მიუღებელია და გაუგონარია. სამწუხაროა რომ ოცდამეერთე საუკუნეში კვლავ ხდება ასეთი რამ. დაახლოებით 25 კაციანმა ბრბომ, 16 წლის გოგონა ჯერ წიხლებით სცემა, შემდეგ კი ცოცხლად დაწვა. აქ უნდა ავღნიშნოთ, რომ გოგონა არა სასამართლოს გადაწყვეტილებით, არამედ ხალხის სისასტიკის გამო გახდა მსხვერპლი. ჩნდება კითხვა რის გამო გაიმეტეს გოგონა ასე? გავრცელებული ინფორმციით, გოგონასა და კიდევ ორ მამაკაცს 68 წლის მამაკაცის ძარცვასა და მკვლელობაში დასდეს ბრალი. მართალია გოგონამ საშინელი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ჩემი აზრით ის არ იმსახურებდა ასეთ სასჯელს. შემთხვევა გვატემალაში, სოფელ ფიო-ბრავოში მოხდა.მამაკაცებმა გაქცევა მოახერხეს, გოგონა კი ხალხის ბრბოს ჩაუვარდა ხელში. 1513 3-ს მოსწონს |
დაჯექი ორიანი :)