x
image
Guns N Roses
სტალინის საუკეთესო "ხუმრობები"

image1. ავტომობილი „სამშობლო"
ავტომანქანა „პობედაზე" მუშაობისას, გადაწყვიტეს, მისთვის სამშობლო" დაერქმიათ. რა თქმა უნდა, ეს ამბავი სტალინსაც მოახსენეს. ბელადმა ირონიულად იკითხა: „საინტერესოა, რა ფასი ექნება ჩვენთან სამშობლოს?" მანქანის დასახელება სასწრაფოდ შეცვალეს.
2. მცველები
სტალინის ერთ-ერთი მცველი ა. რიბინი იხსენებს: მგზავრობისას სტალინს ხშირად თან ახლდა მცველი ტუკოვი, რომელიც წინა სავარძელში ჯდებოდა და როგორც წესი, გზაში თვლემდა. პოლიტბიუროს ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, სტალინს უთხრა:
- ამხანაგო სტალინ, ვერ გამიგია, ვინ ვის იცავს?
- ეგ რა არის, - უპასუხა ბელადმა - ზოგჯერ თავის პისტოლეტს მაძლევს ხოლმე, რა იცი, რა ხდებაო!
3. სიყვარულზე
ერთხელ სტალინს მოახსენეს, მარშალ როკოსოვსკის საყვარელი გაუჩენია, ცნობილი მსახიობი ვალენტინა სეროვა და რა ვქნათო. სტალინმა ჩიბუხი გამოიღო, ცოტა ხანს იფიქრა და უპასუხა:
- რა ვქნათ და მგონი, უნდა შეგვშურდეს!
4. დამსახურება
საარტილერიო სისტემების კონსტრუქტორი ვ. გ. გრამინი იხსენებს: „1942 წლის მიწურულს სტალინმა თავისთან მიხმო და მითხრა:
- თქვენმა ქვემეხებმა რუსეთი გადაარჩინა. რას ისურვებთ: სოციალისტური შრომის გმირის წოდებას თუ სტალინურ პრემიას?
- ჩემთვის სულერთია, ამხანაგო სტალინ.
ორიოდე დღეში გავიგე, რომ ორივე მომცეს.
5. მატარებლის გაჩერება
ერთხელ სტალინი ახალ ფილმს უყურებდა „მატარებელი აღმოსავლეთისკენ მიემგზავრება". დიდი ვერაფერი კინო იყო, მატარებლის გაუთავებელი რახრახი და აქა-იქ გაჩერებები, ერთ გაჩერებაზე სტალინმა იკითხა:
- ეს რა სადგურია?
- დემიანოვკა.
- ოო, ჩემი ჩასვლის დრო მოსულა, - თქვა და დარბაზი დატოვა.
6. თანამშრომლები
ადმირალი ისაკოვი 1938 წლიდან სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისრის მოადგილედ მუშაობდა. ერთხელ 1946 წელს მას სტალინმა დაურეკა და უთხრა, მთავარი საზღვაო შტაბის უფროსად გადავწყვიტეთ თქვენი დანიშვნაო.
ისაკოვმა უპასუხა: „ამხანაგო სტალინ, უნდა გითხრათ, რომ სერიოზული ნაკლი მაქვს, ერთი ფეხი მაქვს ამპუტირებული".
- „ეს ერთადერთი ნაკლია, რისი თქმაც ჩემთვის გინდოდათ?" - შეეკითხა ბელადი. დიახო მიუგო ისაკოვმა.
- „თქვენს წინამორბედს საერთოდაც თავი არ ჰქონდა, მაგრამ რაღაცას მაინც ახერხებდა, თქვენ კი მხოლოდ ფეხი გაკლიათ, ამდენად საშიში არაფერია".
7. კორუფცია.
ომის შემდეგ სტალინმა გაიგო, რომ ვინმე პროფესორმა კ-მ მოსკოვის შემოგარენში უშველებელი აგარაკი ააშენა. მან პროფესორი გამოიძახა და ჰკითხა: „მართალია, რომ რამდენიმეათასიანი აგარაკი აიშენეთ?!" - „მართალია, ამხანაგო სტალინ", - უპასუხა პროფესორმა. - „დიდი მადლობა საბავშვო სახლის ბავშვების სახელით, რომლებსაც ეს შენობა აჩუქეთ" - უპასუხა სტალინმა და პროფესორი ლექციების წასაკითხად ნოვოსიბირსკში გაამწესა.
8. პრიორიტეტები
როდესაც ფიქრობდნენ, როგორ მოქცეოდნენ გერმანულ ფლოტს, სტალინმა წინადადება შეიტანა, გაეყოთ. ჩერჩილმა თქვა - ჩავძიროთო. მაშინ სტალინი მიუტრიალდა ბრიტანელს და მიუგო: „სწორია, აი, თქვენი წილი ადექით და ჩაძირეთ".
9. ამბიციები
პოტსდამის კონფერენციაზე ჰარიმანმა სტალინს უთხრა: „მას შემდეგ, რაც 1941 წელს გერმანელები მოსკოვიდან 18 კილომეტრში იყვნენ, ალბათ, სასიამოვნოა დამხობილი ბერლინის გაყოფა?"
სტალინმა უპასუხა: „მინდა, შეგახსენოთ, რომ მეფე ალექსანდრე პარიზამდე მივიდა".
10. ამინდის პროგნოზი
სტალინმა მეტეოროლოგებს ჰკითხა, რამდენი პროცენტით იცნობთ ამინდსო:
- 40 პროცენტით, ამხანაგო სტალინ.
- თქვენც ადექით და უკუღმა ილაპარაკეთ და 60 პროცენტი გამოგივათ.







4
3395
6-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
3395
  
2021, 7 აპრილი, 12:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 8 თებერვალი, 19:55
მაგარი იყო, მატარებელზე მომეწონა
2015, 13 ივლისი, 19:33
დუტაია ბლეყეს წააკითხეთ. დარწმუნებული ვარ ვერცერთი იუმორის შინაარს ვერ გაიგებს!
2015, 6 ივლისი, 21:30
კარგი იყო
0 1 4