x
image
beko777
ფული, ფული, ფული... ქართულ პოლიტიკაში (რედაქტორის გვერდი 2004 წელი)
imageორი დღის წინ, დიდი ხნის უნახავი მეგობარი შემხვდა, თანაც არ იკითხავთ როგორ სიტუაციაში? - გზაზე გადავდიოდი, სრულიად შემთხვევით, შუა ხაზზე მისულს, ვიღაცამ ზედ მუხლებთან დამიმუხრუჭა გაპრიალებული „მერსედეს-600”, ერთი წამით თვალები დავხუჭე და მოსალოდნელი უბედურების მოლოდინში რეაქცია მაინც არ დავკარგე… მანქანას ძარაზე შევახტი! ალბათ წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია და სიცილითაც კვდებით, მაგრამ მერწმუნეთ, ის წამები ჩემთვის მართლა არ იყო სასაცილო, ხოლო როცა მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადმოსული „შესსოტიდან”, ჩემი ძველი და თინეიჯერობის დროინდელი ძმაკაცი გადმოვიდა, სახეზე ღიმილიც მიმეყინა. რაღას ვიზავდით, ღვთის მადლით ორივე გადავრჩით და როგორც ჭეშმარიტ ქართველებს აქვთ სისხლში გამჯდარი, ისე მოვიქეცით, ანუ ამის აღნიშვნა გადავწყვიტეთ, ფულს ის იხდიდა…


199? წელი. რუსთავი. საკონტროლო წერა მათემატიკაში.
- ჩუბ! ჩუბინ… მოიხედე ბიჯო!
- ჰო რა იყო?!
- დაწერე?
- ჯერ არა, მაგრამ ვამთავრებ, შენ?
- ბიჯო, გადამაწერინე რა, ვერაფერი გავიგე…
- მაიცა ერთ წამს და დაგიწერ!


image2003 წელი. თბილისი. რესტორანი „მარკო პოლო”.
- რავა ხარ შე დაბრედილო? კინაღამ არ მიგაკალი?
- ჰოო, კაი ჩიტსაც დაიჭერდი მერე..:))), ვინც შენ „პრავა” მოგცა, კურსებზე ის გასწავლა „პროტივზე” იარეო?
- კურსებზე არა… 200$ მივეცი და ორ დღეში მომიტანეს!
- მალადეც! მანქანა ვისია? ატარებ ვინმეს?
- (ხმამარალი სიცილი) ვატარებ? შენ რა „შაფიორი” გგონივარ?
- შენი „შესსოტია”?
- მა რა!
- საიდან, ე?
- დედა უტირაა…?????????? პარტიაში ვმუშაობ, რამ ხანია უკვე…
- მერე რა ხელფასი გაქვს ბიჭო ამისთანა, „შესსოტი” რომ იყიდე?
- :))))) ხელფასი არა, დახმარება! არჩევნებზე ვარ მიმაგრებული ხოლმე და იქიდანაა ძმაო! ხომ იცი, ახლა რა ფული კეთდება ამ ამბავში! მა რა ვუყო ძმაო, თუ არ მოწველე ვიღაცა, არ გამოვა ცხოვრება! შენ? შენ რას შვები, შარშან გავიგე რუსთავში, რომ იყრიდი კენჭს, მარა ვეღარ დაგირეკე, გაყიდული იყო ეგ ადგილი, მგალობლიშვილი, რომ მოხსნა საკრებულოს თავმჯდომარეობიდან, ტყეშელაშვილი მაგასთან ვალში იყო და 8 თვე ფული აკეთებინა პარლამენტში, რა!
- შენ რამდენი რამე გცოდნია, კაცო!
- აბა, ბიჯო! შენ რას შვები, ისევ მაგ გაზეთებს აკვდები? თავიდანვე ეგეთი იყავი… გახსოვს გაკვეთილებზე ჩუმად, რომ გვაკითხებდი ხოლმე? სხვა, ხო წველი ამ პარტიებს მაინც, ახევ ფულს?
- რავი, არა…, არ ვცდილობ…
- გიჟი ხარ? მოწველეს გაზეთებმა და ჟურნალებმა ეს პარტიები და შენ ვის უყურებ? თუ, ისევ ისეთი პატიოსანი ხარ, ბიჯო რაც ადრე იყავი?!! :))))))
- ჰოო, რავიცი, ალბათ!
- ეე, ეგრე არ შეიძლება ძმაო! მთელი ქვეყანა გიცნობს, ამდენი რამე გაგიკეთებია ხალხისთვის, ახალგაზრდა „პაკალენიისთვის”, შენისთანა კაცი სანატრებელია ძმაო, ნებისმიერ პარტიაში! მაგარი ხარ რა! მე გაგჩითავ, ჩვენებს ვეტყვი და… გადაირევიან, რომ გაიგებენ, რომ არცერთ პარტიაში არა ხარ!


image2003 წელი. ორშაბათი. 14:50 საათი. თბილისი. „ვარსკვლავების” რედაქცია.



საინტერესოა, რა უნდა მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში ისეთი, რომ მან უცბად, ერთი ხელის აღებით თქვას პირად პრინციპებსა და იდიალებზე უარი? არვიცი სხვები, როგორ ახერხებენ ამას, არვიცი რანაირად შეიძლება ადამიანები, რომლებმაც ისიც კი არ იციან, რომ თბილისი ვახტანგ გორგასალმა ააშენა, როგორ ხდებიან უფრო მეტად თვალსაჩინონი და დაფასებულნი? ბოლო-ბოლო, ეს ჩემი კლასელიც ხომ მართალია – თუ თავს არ მიხედე, სხვა ვინ მოგხედავს?! რა დროს იდეალები და პრინციპებია! როცა შეგიძლია, რომ „მოწველო” ვიღაცეები, როცა შეგიძლია, რომ ხელი აიღო ღირსებაზე, როცა შეგიძლია, რომ სხვის კუთვნილს, უპრობლემოდ დაეპატრონო, როცა შეგიძლია, რომ სხვის ცოლს საწოლში ჩაუგორდე და პასუხს მაინც არავინ მოგთხოვს, როცა შეგიძლია, რომ იბოზო და საზოგადოებაში, ბოზი კი არა ახალი, ევროპული კულტურის – სექსი ქორწინებამდე დასაშვებია, მიმდინარეობის აქტივისტად მოგიაზრებენ და არა ბოზად! როცა შეგიძლია, რომ აიღო ის, რაც არ გეკუთვნის… მაგრამ, ჩემი მეგობრისა არ იყოს – ცხოვრება ხომ გინდა? მაშ რა უნდა ქნა? იმედით ვიცოცხლოთ მარტო? იმედით მხოლოდ ბადრი პატარკაციშვილი ცოცხლობს და კიდე ის ხალხი, ვისაც ეს იმედი ჩაუდო… ჯიბეშიო! ერთი ამისიც, მოდი მეც დავიწყებ ასე ცხოვრებას, მეც ვიქნები „ცვეტში” კაცი, მეც მოვწველი პარტიებს, მეც ვიტყვი ტყუილებს, მეც შევალ რომელიმე პარტიაში, მეც ავიღებ ქრთამებს და ვიქნები მდიდარი, აღარ ვივლი ფეხით, ჩემი შვილი კემბრიჯში ისწავლის, ჩემი ცოლი „ნორკის” შუბით და საკუთარი „მერსედერსით” ივლის, რომლის ნომერიც იქნება MIS777, მე კი, ჯიპით, მათხოვრებზეც აღარ დამეხარჯება ფული, არც ნათესავები გამახსენდება და მხოლოდ ის იქნება ჩემი სადარდებელი, წყნეთში, ჩემს სახლს დავაშენო თუ არა მეხუთე სართული…


ამ ფიქრებში ვიყავი და კედლიდან, ჩამოვარდნილი პატარა თაროს ხმაურმა გამომაფხიზლა! იმ თაროზე პატარა ხატები მილაგია…

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0