x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134666
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508870
კომპანია Kodak - ის მოკლე ისტორია
image
მსოფლიოს უმსხვილესი ფოტოგრაფიული მწარმოებელი კომპანია Kodak დღესდღეისობით გაკოტრებულია და მისი ყველა ნაწარმის წარმოებაც გაჩერებულია...მიზეზი კი ბანკის 10, 7 მილიარდიანი ვალი გახდა.ზუსტად ამ კომპანიამ შექმნა პირველი ციფრული კამერა 1975 წელს, მაგრამ ახლა Kodak - ის ყველანაირი ციფრული რევოლუციები კომპანიის გარეთაა დარჩენილი.

ამერიკელმა გამომგონებელმა George Eastman - მა 1884 წელს შექმნა და დააპატენტა პირველი კამერა-ყუთი. 4 წლის შემდეგ კი შექმნა პირველი კამერა. კომპანია Kodak კი მან დაარსა 1892 წელს. Eastman - მა სახელწოდება ორიგინალურად მოიფიქრა: სიტყვა, რომელიც არ შეიძლება არასწორად წარმოთქვა და რომელიც არ ჰგავს არც ერთ მოქმედ სიტყვას ინგლისურ ენაში.

კამერა Kodak Brownie ხალხმა გაიცნო 1900 წელს, მისი ფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში თავიდან მხოლოდ ერთი (1) დოლარი იყო. კამერა იყო ძალიან მარტივი, მისი სარეკლამო სლოგანი კი ასე ჟღერდა: “დააჭირეთ ღილაკს და ჩვენ გავაკეთებთ თქვენთვის ყველაფერ დანარჩენს''.

კომპანია კოდაკ - ის შტაბ-ბინა კი მდებარეობდა ინგლისში, ქალაქ ლონდონში Clerkenwell Roud ზე.


1935 წელს Kodak - მა პირველმა გამოუშვა ფირი სახელწოდებით Kodachrome. ის გამოდიოდა 74 წლის განმავლობაში და შეწყდა მხოლოდ 2009 წელს.

კომპანია Kodak- ს გაცილებით დიდი და სახელოვანი ისტორია აქვს ვიდრე მის დანარჩენ კონკურენტ კომპანიებს.1962 წლის 20 თებერვალს John Clenn გახდა პირველი ამერიკელი, რომელიც გავიდა დედამიწის ორბიტაზე. ალბათ დაგაინტერესებთ თუ რა კავშირშია ეს ფაქტი ამ კომპანია Kodak თან.ყველა ფოტო და ვიდეო მასალა ამ გაფრენის დროს, გადაღებულ იქნა Kodak - ის ფოტოკამერით, სახელად Friendship 7 Mercury.

ა.შ.შ - ს პრეზიდენტი ჯონ კენედის მკვლელობა გადაღებულია სწორედ კოდაკის ფერადი ფირით.1996 წელს Kodak - მა მსოფლიოს წარუდგინა პირველი ციფრული ფოროკამერა DC20, 0, 2მეგაპიქსელით.

იმედია ამ კომპანიის სახელი და მიღწევები უკვალოდ არ დარჩება და გაგრძელდება მისი ფუნქციონირება...მე პირადად იმედს ვიტოვებ, რადგან ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი და ვარ ამ კომპანიის ტექნოლოგიებით.

image


image


იმედია მოგეწონებათ...ეს ჩემი პირველი სტატიაა და ძალიან მკაცრადაც ნუ განსჯით :)))

2
238
2-ს მოსწონს
ავტორი:Trollface
Trollface
238
  
2012, 15 ივნისი, 5:05
ხოო ეგ ბაზარზე ვეღარ დაბრუნდება რომც აღდგეს ისევ...
2012, 15 ივნისი, 5:03
+1 არ ვიცოდი ისტორია მომეწონა მგრამ რო ვაღიაროთ კოდაკის დრო გავიდა და ეღარ გაუსწრებს წამყვან ფირმებს როგორიცაა სონი ცენონი და ნიკონი
0 1 2