x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93879
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456130
"აიფონის" ჭკვიანი ფუნქციები, რომლებზეც შესაძლოა წარმოდგენა არც კი გქონდეთ

image


"აი­ფო­ნი" დიდი ხა­ნია იქცა მო­წყო­ბი­ლო­ბად, რო­მე­ლიც ჯი­ბე­ში ეტე­ვა, მაგ­რამ იმა­ზე უფრო სა­ჭი­რო და ფუნ­ქცი­უ­რია, ვიდ­რე სხვა, მას­ზე ბევ­რად მოზ­რდი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. ის უფრო პორ­ტა­ბე­ლუ­რია ვიდ­რე ლეპ­ტო­პი. ახა­ლი მო­დე­ლე­ბის კა­მე­რა ბევ­რად უკე­თე­სია, ვიდ­რე ზოგი ფო­ტო­ა­პა­რა­ტის. რიგ შემ­თხვე­ვა­ში მას უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ნახ­ვა შე­უძ­ლია, ვიდ­რე კომ­პი­უ­ტერს. "აი­ფო­ნის" აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი კი ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია.

ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ფუნ­ქცია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც "აი­ფო­ნის" ბევ­რმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა არც კი იცის. მათი ნა­წი­ლი ახა­ლია, ნა­წი­ლი კი წინა გა­ნახ­ლე­ბებ­თან ერ­თად და­ი­ნერ­გა. სწო­რედ ამი­ტომ, გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს, რო­მელ­თა ცოდ­ნაც „აი­ფო­ნის“ ყვე­ლა მფლო­ბელს სჭირ­დე­ბა და მათ ცხოვ­რე­ბას ნამ­დვი­ლად გა­უ­მარ­ტი­ვებს.


  • სელ­ფი ყურ­სას­მე­ნე­ბით გა­და­ი­ღეთ

image


სელ­ფის გა­და­სა­ღე­ბად ტე­ლე­ფო­ნის ეკ­რანს დიდი ხა­ნია აღარ იყე­ნე­ბენ. ამის­თვის ხმის აწე­ვის ან და­წე­ვის ღი­ლა­კი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ახა­ლი სა­ო­პე­რა­ციო სის­ტე­მა კი შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, რომ სელ­ფი ტე­ლე­ფონ­ზე მი­ერ­თე­ბუ­ლი ყურ­სას­მე­ნის ხმის ღი­ლა­კით გა­და­ი­ღოთ. ყურ­სას­მე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას ტე­ლე­ფო­ნის გან­ძრე­ვის­გან და­ზღვე­უ­ლი იქ­ნე­ბით და სმარ­ტფონ­საც უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლად და­ი­ჭერთ ხელ­ში.


  • ტე­ლე­ფო­ნი უსაფრ­თხო გა­ხა­დეთ ბავ­შვე­ბის­თვის

ბავ­შვებს იმა­ზე მე­ტად უყ­ვართ სმარ­ტფო­ნე­ბი და იყე­ნე­ბენ მას, ვიდ­რე ეს მათ­თვის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია. სწო­რედ ამი­ტომ „ეფლმა“ მო­წყო­ბი­ლო­ბის პა­რა­მეტ­რე­ბი დახ­ვე­წა და მშობ­ლებს ბავ­შვე­ბის სმარ­ტფო­ნებ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის მოხ­სნა­ში ეხ­მა­რე­ბა. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ბავ­შვს შე­უ­ზღუ­დოთ წვდო­მა გარ­კვე­ულ აპ­ლი­კა­ცი­ებ­ზე, და­ა­წე­სოთ ასა­კობ­რი­ვი და დრო­ის ლი­მი­ტი. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ, გა­მო­ი­ყე­ნოთ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ბავ­შვო აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ერთი სმარ­ტფო­ნის­თვის იყი­დოთ და ბავ­შვმა ის ორი­ვე მშობ­ლის აი­ფონ­ში გა­მო­ი­ყე­ნოს.



  • გა­თა­ვი­სუფ­ლდით სმარ­ტფონ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის­გან

image


"აი­ფო­ნი" აკონ­ტრო­ლებს, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი ხნით იყე­ნებთ მას. პა­რა­მეტ­რე­ბი­დან თქვენ გა­ა­კონ­ტრო­ლებთ, რამ­დე­ნი ხნით იყე­ნებთ თი­თო­ე­ულ აპ­ლი­კა­ცი­ას. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ და­ა­წე­სოთ კონ­ტრო­ლიც, მი­უ­თი­თოთ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი ხნით ან რო­მელ სა­ა­თებ­ში გინ­დათ, გქონ­დეთ წვდო­მა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ შექ­მნათ სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­რო­ლი, რო­მე­ლიც აპ­ლი­კა­ცი­ებ­ზე წვდო­მას რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­გი­ხან­გრძლი­ვებთ.



  • ბეჭ­დეთ ერთი ხე­ლით

image


„ეფ­ლის“ ახა­ლი სა­ო­პე­რა­ციო სის­ტე­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ კლა­ვი­ა­ტუ­რის ფორ­მა­ტი ისე შეც­ვა­ლოთ (და­ა­ვიწ­რო­ვოთ), რომ მას­ზე ცალი ხე­ლით აკ­რი­ფოთ ტექ­სტი. შეც­ვლა პა­რა­მეტ­რე­ბი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი სწო­რედ ასე­თი ფორ­მა­ტის კლა­ვი­ა­ტუ­რას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.


  • მო­ძებ­ნეთ მუ­სი­კა ტექ­სტის სი­ტყვე­ბის მი­ხედ­ვით

iOS ახა­ლი სის­ტე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევთ, რომ მუ­სი­კის აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სიმ­ღე­რა იმ ფრა­ზე­ბით მო­ძებ­ნოთ, რო­მე­ლიც გო­ნე­ბა­ში ჩაგ­რჩათ. აღარ არის სა­ჭი­რო, რომ აუ­ცი­ლებ­ლად სიმ­ღე­რის ან შემ­სრუ­ლე­ბის სა­ხე­ლი იცო­დეთ. ამა­ში ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ასის­ტე­ნი Siri-ს და­გეხ­მა­რე­ბათ.



  • შეც­ვა­ლეთ Siri-ის აქ­ცენ­ტი და მო­არ­გეთ ის სა­კუ­თარს

image


ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის აქ­ცენ­ტის შეც­ვლა სი­ახ­ლე არაა, თუმ­ცა სი­ახ­ლე ისაა, რომ აქ­ცენ­ტე­ბის არ­ჩე­ვა­ნი უფრო მარ­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ, აირ­ჩი­ოთ ამე­რი­კუ­ლი, ავ­სტრა­ლი­უ­რი, ბრი­ტა­ნუ­ლი, ირ­ლან­დი­უ­რი ან სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი აქ­ცენ­ტი. ასე­ვე გა­ფარ­თოვ­და Siri-ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თარ­გმნის მხრივ. აჟა­მად მას 50 ენა­ზე თარ­გმნა შე­უძ­ლია.



  • გა­და­ა­კე­თეთ კლა­ვი­ა­ტუ­რა მა­უ­სად

აღი­ა­რეთ, რამ­დენ­ჯერ მოგშლი­ათ ნერ­ვე­ბი, ეკ­რა­ნის სენ­სო­რით ტექ­სტის კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე რომ ვერ მოხ­ვედ­რილ­ხართ? აი­ფო­ნი კურ­სო­რის სა­სურ­ველ ად­გილ­ზე მარ­ტი­ვად მიყ­ვა­ნა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ამის­თვის სა­ჭი­როა, ჩა­მო­წი­ოთ თქვე­ნი კლა­ვი­ა­ტუ­რა და ასო­ე­ბი გაქ­რე­ბა. სა­ნაც­ვლოდ გაჩ­ნდე­ბა სივ­რცე, რო­მე­ლიც ლეპ­ტო­პებს აქვთ და რო­მე­ლიც კურ­სო­რის სა­მარ­თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ასე თი­თის მარ­ტი­ვი მოძ­რა­ო­ბით კურ­სორს სა­სურ­ველ ად­გილ­ზე სწრა­ფად მი­იყ­ვანთ.

0
714
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
714
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0