x
მეტი
  • 27.03.2019
  • სტატია:87705
  • ვიდეო:338196
  • სურათი:449484
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გადავაქციოთ ჩვეულებრივი სახლი "ჭკვიან სახლად"

image


მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დღითიდღე პოპულარული ხდება ჭკვიანი სახლის კონცეფციაზე გადასვლა, განსაკუთრებული დაინტერესება ამ კუთხით 25-დან 35 წლამდე მილენიალების თაობაში გამოიხატება. საკითხის უფრო ღრმად გასაცნობად ვესაუბრეთ ქართულ მაღალტექნოლოგიური კომპანია ველის დამფუძნებლებს (wely.me), რომლებიც შენობების მართვის ჭკვიან სისტემებზე მუშაობენ.



- რა არის ჭკვიანი სახლი და რით განსხვავდება ჩვეულებრივი თანამედროვე საცხოვრებლისგან?
ჭკვიანი სახლი არის ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების ერთიანი სისტემა, რომლითაც შესაძლებელია დისტანციური მონიტორინგი, მართვა და კონტროლი. ჭკვიანი სახლი არის მეტად დაცული, ენერგოეფექტური და საინტერესო - საცხოვრებლად.



უპირატესობები, რომლებსაც ჭკვიანი სისტემები განიჭებთ:

1. მეტი ენერგოეფექტურობა, ნაკლები კომუნალური გადასახადი.
უამრავი ადამიანს ჭკვიანი სახლის ავტომატიზაციის სისტემამ პირველ რიგში ენერგიის დაზოგვის და კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობა მისცა. ჭკვიანი სენსორების დახმარებით სამართავ სისტემას მიეწოდება ინფორმაცია, როდის არ ვიმყოფებით შენობაში ან ოთახში და ავტომატურად ხდება ცენტრალური გამათბობლის ტემპერატურის დაწევა, კონდიციონერის თუ განათების გათიშვა, ასევე სისტემა იძლევა საშუალებას, სახლში შენარჩუნდეს და მუდმივად იყოს ერთი ტემპერატურა. დეტალური მონიტორინგის კონტროლის საშუალებით შეძლებთ სტატისტიკის დანახვას, რა არის თქვენი კომუნალური ხარჯები ყოველთვიურად და როგორ პროგრესირებს ან მცირდება ხარჯები.


2. მეტი დაცულობა და უსაფრთხოება.
მცირე დაუდევრობამ ან უყურადღებობამ შეიძლება ხშირად გამოუსწორებელ ზიანამდე ან ფატალურ შედეგებამდეც მიგვიყვანოს, ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად არსებობს სხვადასხვა ტიპის ჭკვიანი სენსორები, რომლებიც ინტეგრირდებიან ჭკვიანი სახლის ცენტრალურ სისტემასთან. მობინადრე მიიღებს დაუყოვნებლივ შეტყობინებას, თუ მოხდება წყლის, ბუნებრივი აირის ან CO2-ის გაჟონვა, დაკვამლიანება, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და ავტომატურად მოხდება ენერგიის წყაროს გათიშვა/გადაკეტვა.


3. დისტანციური მართვა ნებისმიერი წერტილიდან.
ჭკვიანი სახლის სისტემით მონიტორინგს უკეთებთ მთლიან შენობას, თუ სად რა მოწყობილობაა დენის წყაროსთან ჩართული, კარ-ფანჯარა ღიაა თუ დახურული, ასევე შეძლებთ სათვალთვალო ვიდეო კამერებით Live რეჟიმში ეზოს თუ ავტოფარეხის კონტროლს. აღარასდროს გაგყვებათ ფიქრი, სამსახურში ნაჩქარევად წასულს გამორთეთ თუ არა უთო ან ჩართული ხომ არ დატოვეთ გაზქურა, ავტოფარეხის კარი ხომ ნამდვილად ჩაკეტეთ და მსგავსი - რა თქმა უნდა, დისტანციურად ინფორმაციასაც შეიტყობთ და ოპერაციების შესრულებასაც შეძლებთ.


4. ჭკვიან სახლში ცხოვრება მეტად საინტერესო და გასართობია.
სახლის მფლობელს ერთი მობილური აპლიკაციით შეეძლება მართოს: სახლის განათება, გათბობა, გაგრილება, აუდიო-ვიდეო სისტემა, ფარდა ჟალუზები, კარ-ფანჯარა ან ნებისმიერი ელ. მოწყობილობა (მტვერსასრუტი, სარეცხი მანქანა თუ ყავის მადუღარა). ხოლო პროცესების ავტომატიზაციით შესაძლებელია იდეალური კომფორტის მიღწევა: გაიღოს ფარდა ჟალუზები ავტომატურად როდესაც მზის პირველი სხივი მოხვდება, ან ყავის აპარატმა დაიწყოს ყავის მომზადება, როდესაც დილით მაღვიძარა დარეკავს.


5. შინაურ ცხოველებზე და გამწვანებაზე ზრუნვა.
როდესაც სახლის დატოვება გიწევთ 2 დღით თუ 1 კვირით, შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ მეგობარი შინაური ცხოველების გამოკვებაზე ან საყვარელი ქოთნის ყვავილების მორწყვაზე. დისტანციური სისტემის ავტომატიზაციით შეგიძლიათ გამოკვებოთ შინაური ცხოველები შესაბამის დროს და პროცესს Live ვიდეო კამერით დააკვირდეთ.

კომპანია „ველის“ ფილოსოფიაა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა შეეძლოს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებს, ასევე ფიზიკურ პირებს. რადგან დღეს ინოვაციების დანერგვას და გამოყენებას როგორც ბიზნესში, ასევე ყოველდღიურობაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

Wely.me-ის სპეციალისტებთან ინდივიდუალური კონსულტაციის საფუძველზე ნებისმიერ ბიზნესინდუსტრიას, იქნება ეს: აპარტ-ჰოტელი, სავაჭრო მოლი, საწარმო, სპორტ დარბაზი თუ უბრალოდ საოფისე ფართი საშუალება აქვს, გამართოს სრული შენობის მართვის სისტემა, დაზოგოს და დისტანციურად გადაიხადოს კომუნალური ხარჯები, გააძლიეროს უსაფრთხოება და გაუკეთოს ავტომატიზაცია ნებისმიერ რთულ პროცესს.

"ველის" დამფუძნებლებს აქვთ გამოცდილება, რომ საქართველოშიც შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური და კონკურენტუნარიანი პროდუქტის არა მარტო წარმოება, არამედ საექსპორტო გაყიდვაც. უახლოეს მომავალში, მას შემდეგ, რაც მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე მოიპოვებს პოპულარობას, რეგიონულ და მსოფლიო ბაზარზე გასასვლელადაც მოემზადებიან, რადგან კომპანიას აქვს ისეთი დიდი უპირატესობა, როგორიცაა სისტემის სიმარტივე, კონკურენტული ფასი და საერთაშორისო სტანდარტის ხარისხი.
0
121
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0