x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
წარმოუდგენელი ფაქტები იაპონიაზე
image


იაპონია – გასაოცარი ქვეყანა, სადაც სუპერთანამედროვე ტექნოლოგიები ჰარმონიულად ერწყმის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. იაპონური კულტურა ძალიანგანსხვავებულია, ამიტომ მათი ზოგიერთი ტრადიცია და ჩვეულება შეიძლება უცნაურადაც მოგვეჩვენოთ. საინტერესო და უჩვეულო ფაქტებს პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით.


image


1. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იაპონიაში ჩვენსას რომ შევადაროთ არის "სულელი" ან "იდიოტი, " თანაც მისი ხარისხი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ხმამაღლა და რა ინტონაციით გამოთქვამენ ამ სიტვებს.


2. იაპონურ ენაში საუბრის რამდენიმე ფორმა არსებობს: სალაპარაკო, მოკრძალებული, თავაზიანი და ძალიან თავაზიანი. ქალების უმრავლესობა მოკრძალებულ ფორმასიყენებს სასაუბროდ, კაცები კი – სალაპარაკოს.


3. იაპონურ ენაში თვეებს სახელწოდებები არა აქვს. ნაცვლად იყენებენ რიგობით რიცხვით სახელებს. მაგალითად, სექტემბერი – ეს არის "კუგაცუ, " რაც ნიშნავს "მეათე თვეს."

4. იაპონიაში სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ პორნოგრაფიისადმი – ყოველ კუთხეში იყიდება პრესასთან ერთად. წიგნების მაღაზიაში კი მთელი სართული აქვს დათმობილი ლიტერატურას ამ თემაზე. ამასთან, აღსანიშნავია რომ იაპონიაში სექსუალურ ნიადაგზე ძალადობის ყველაზე დაბალი პროცენტია მსოფლიოში. შესაძლოა ამაში დიდ როლს ზემოაღნიშნული ფაქტიც თამაშობს.


image


5. ქვეყანაში ქორწილების მესამედი მშობლების მიერ ორგანიზებული გაცნობა გარიგებების შედეგია.


6. რესტორანში არ არის მიღებული ფეხის ქირის მიცემა. ითვლება, რომ თუ კლიენტი შეეცდება ზედმეტი ფულის გადახდას, ამით ის მისთვის გაწეულ მომსახურებას გააუფასურებს. ასე რომ, ფეხის ქირის დატოვების მცდელობა, აღიქმება როგორც შეურაცხყოფა.


7. იაპონიაში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ საჭმელზე. აუცილებელია ჭამის პროცესში შეაქოთ თქვენთვის მორთმეული კერძები. ძალიან ცუდ ტონად ითვლება თუ ჭამის დროს რამდენჯერმე მაინც არ იტყვით: "რა გემრიელია."


image


8. იაპონელები ზედმეტად ბევრს მუშაობენ. სამსახურში სულ მცირე ნახევარი საათით ადრე მოდიან და 15-18 საათს მუშაობენ დღეში შესვენების გარეშე.

9. იაპონურ ლექსიკონში ისეთი სიტყვაც არსებობს, რომელიც გადაღლილობისაგან სიკვდილს ნიშნავს. ის ჟღერს როგორც "კაროში" და ყოველწლიურად ამ დიაგნოზით დაახლოებით ათი ათასი ადამიანი იღუპება.


10. ჩრდილო იაპონიის ქალაქებში ტროტუარებს ხელოვნურად ათბობენ. ამიტომაც აქ გზები არ იყინება. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იაპონელებს ცენტრალური გათბობა არა აქვთ. ყველა დამოუკიდებლად ათბობს თავის სახლს.


11. იაპონიის ქალაქების ქუჩებში თქვენ ნახავთ სადგამებს ქოლგებით. თუ წვიმა დაიწყება, შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი ქოლგა და როცა შეწყდება, უნდა დატოვოთ უახლოეს სადგამზე.



image


12. იაპონიაში ძალიან წესიერი ხალხი ცხოვრობს. თუ თქვენ საფულეს დაკარგავთ, დიდია იმის ალბათობა, დაახლოებით 90%, რომ მას დაკარგული ნივთების ბიუროში აღმოაჩენთ.


13. ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა არსებობს და უმრავლესობას იუსტიციის მინისტრი თავად ესწრება.


14. ტოკიო ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისია. აქ ისეთი სიმშვიდეა, რომ ექვსი წლის ბავშვები დამოუკიდებლად სარგებლობენ საზოგადო ტრანსპორტით.


15. იაპონიაში მარადიორობის შემთხვევები არ ყოფილა. დიდი და დამანგრველი მიწისძვრების შემდეგაც კი თავში არავის მოსვლია სხვის ქონებას დაპატრონებოდა. რაც შეეხება პოლიციას – ყველაზე წესიერები და არაკორუმპირებულები არიან მთელს მსოფლიოში. შესაძლოა ხანდახან აპატიონ გაუფრთხილებლობით ჩადენილი მცირედი დანაშაული რომელიმე ტურისტს.


4
1022
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1022
  
2015, 11 აგვისტო, 14:21
დიდი მადლობა შაკოშაკო შეფასებისთვის!
2015, 11 აგვისტო, 12:35
ყოველთვის საინტერესო სტატიები გაქვს. დავალაიქე
2015, 11 აგვისტო, 7:56
უღრმესი მადლობა!
2015, 11 აგვისტო, 1:07
მომეწონა :) გავაზიარე
0 1 4