x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ყავის უარყოფითი და დადებითი თვისებები
imageყავის უარყოფითი და დადებითი თვისებები


ბევრი ჩვენგანის დილა სწორედ ამ სასმელით იწყება.არსებობს ფაქტები, რომელთა ცოდნაც ნამდვილად სასარგებლოა ყავის მოყვარულთათვის და არა მარტო მათთვის.



ყავის დადებითი თვისებები


ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს თავის ტვინის მოქმედებას და აფხიზლებს ორგანიზმს.ეს ყველაფერი ყავის მთავარი კომპონენტის კოფეინის დამსახურებაა. კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში სიამოვნების ჰორმონის გამოყოფას. ეს სასმელი აღქმის უნარს გვიღვივებს და გვეხმარება ყურადღების მობილიზებაში.ყავის მარცვლები პოლიფენოლის შემცველობის წყალობით ამცირებს გულ-სისხლძარღვების დაავადებათა რისკს.დღეში 1-2 ფინჯანი ყავა, ხსნის დეპრესიას. ყავის ბაქტერიოციდული თვისებებით ხელს უშლის კბილის კარიესის გამომწვევი მიკრობების გამრავლებას. მხოლოდ ყავის სუნსაც კი შეუძლია შეამციროს სტრესის დონე, ყავა ცეროზისა და ღვიძლის სხვა დაავადებების გაჩენის რისკს 20 პროცენტით ამცირებს. ყავა გვაბედნიერებს, დღეში მაქსიმუმ 4 ფინჯანი ყავის დალევა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების რისკს 50 პროცენტით ამცირებს.




image ყავის უარყოფითი თვისებები


ხალხის დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ყავის გარეშე. ავსტრალიელმა მეცნიერებმა ყავის ერთ–ერთ უარყოფით თვისებას მიაგნო: ყავის ჭარბი მოხმარება ჰალუცინაციებს იწვევს. ამასთან, მათ ვისაც ყავის სმის რიტუალი ძალიან იზიდავს, საკუთარ თავთან ლაპარაკიც სჩვევიათ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მართალია იცის მისი უარყოფითი თვისებები, მაგრამ მის დალევაზე არ ამბობენ უარს.











0
555
4-ს მოსწონს
ავტორი:ახალი გზა
ახალი გზა
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0