x
ალექსი და ელიზა


-ბოლო ვინ არის?


-ირაკლი.


-ესეიგი ირაკლი დაარიგებს და მე ვიწყებ, შესანიშნავია.
და რაზე ვთამაშობთ?


-რაც ყველას გვიყვარს, ჩვენ ოთხნი ერთად დავსხდებით
და მივირთმევთ ხინკალს, დავაყოლებთ ლუდს და მერე ვაგრძელებთ ბიჭები! :)


-დასაწყისი კარგი იყო, დაბოლოვება..... :)


ასე დაიწყო ალექსისა და ელიზას ერთი შეხედვით უცნაური
ისტორია. ეს ხდებოდა საქართველოში.


-მე და კახამ წავაგეთ, მაგრამ როდის ჩავაბარებთ წაგებულს?
ირაკლი მიდის, დათოც მიდის.


-რა პრობლემაა, ირაკლი მაისში ისევ აქ იქნება, შევიკრიბებით
მალე!


მაისის ორი რიცხვი იყო, ელიზას საკმაოდ დატვირთული დღის
განრიგი ქონდა, მაგრამ მას იქ ელოდნენ სადაც ყველაზე ძალიან უყვარდა და უხაროდა ჩასვლა
და ის ადამიანები რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩდნენ მის ცხოვრებაში. გამოჩდნენ
ისეთი გრძნობით და დამოკიდებულებით როგორიც ალბათ ჯერ არასდროს არავინ მის ცხოვრებაში.
რატომ?! იმიტომ რომ ელიზა ცხოვრობდა ქალაქში,
სადაც ქართული მენტალიტეტი იმდენად დაბზარული და დაზიანებული იყო ერთი სულის შებერვა
და წამში ფეხქვეშ გაითელებოდა, იმიტომ რომ ამ ქალაქში ელიზა მამაკაცისა და ქალის მოვალეობებს
ოჯახური კუთხით ერთბაშად ითავსებდა, ამ ქალაქში, მათთან ყოფნის დროს სწორედ ის გრძნობა
იღვიძებდა რასაც მაშინ გრძნობდა და განიცდიდა როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო და
თავისი მშობლებისა და გარშემო მყოფების ქცევებსა და დამოკიდებულებას აკვირდებოდა, იქ
სადაც ის დაიბადა და აღიზარდა.


უკვე ძალიან გვიანი იყო, რამდენიმე სადღეგრძელოც და
ლამაზი დღის დასასრულიც უახლოვდებოდათ.


-როგორც იქნა, როგორც იქნა ელიზა, შენ აქ ხარ, რატომ
დაიგვიანე?


-მაპატიეთ, მინდოდა უფრო მეტი დრო გამეტარებინა თქვენთან
ერთად, მაგრამ სამსახურს ვჭირდებოდი, არაუშავს მე სწრაფად მოვწესრიგდები და სწრაფადვე
შემოგიერთდებით. უკვე ბევრი დალიეთ?


-ახლა ვაპირებდით ჩვენი შეკრების მიზეზი გვეთქვა და
დაგელოდებით, მაგრამ მანამდე ჩვენი სუფრის უცხო წევრებს გაგაცნობ, ეს არის ალექსი,
ეს კიდევ ნანა, ირაკლის მამიდაშვილი.


-სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა, მე ყველა მიყვარს ვინც
ჩემს ძმას უყვარს და სწორედ ამ სიყვარულის გამო გამოვიარე უდიდესი სიხარულით ბევრი
კილომეტრი და კიდევ იმიტომ რომ ირაკლის ყბიდან ამოვსულიყავი, იქედანაც კი არ მასვენებდა. :)


-დავიდოვიჩ, აბა ერთი ჩამომისხი, ელიზას სადღეგრძელო
უნდა შევსვა.


-მოიცადეთ, ერთი წუთით, ეს შენ ხარ დავიდოვიჩი ვისი
სახელიც დღეში ათჯერ მესმის? ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ოღონდ დაუსწრებლად, ძალიან სასიამოვნოა
შენთან შეხვედრა, დავიდოვიჩ.


-ალექსი, მე ალექსი მქვია.


-მე დავიდოვიჩი მირჩევნია, დიდი ხანია ამ სახელით გიცნობ!



მაშინ ელიზა ვერაფერს ხვდებოდა, ისმენდა სასიამოვნო
სიტყვებს მისი მისამართით, თვითონაც უზიარებდა გრძნობებს სუფრის წევრებს და მადლობას
უხდიდა მათი არსებობისთვის, ის ბედნიერების ზენიტში იყო. იყო მხიერულება, იყო რამდენიმე
ცეკვა, შემდეგ ისევ სადღეგრძელოები, ისევ გართობა და ასე დასრულდა სასიამოვნო საღამო,
სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში.


-რომელი საათია?


-უკვე გვიანია, ორი სრულდება.


-ელიზა, ხომ არ დაგველია კიდევ? რა გიყვარს? ლუდი?


-სიამოვნებით, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩემი ძმა თანახმაა.


-მე თანახმა ვარ და სად წავიდეთ?


-გიგა, საჭესთან შენ დაჯდები, ადგილს კი მე შევარჩევ


დიახ, ეს საღამო დილამდე გაგრძელდა. ალექსი ვერ ხვდებოდა
რომ გულში ოქროს ძაფები იქსოვებოდა, რომელსაც ისეთი სიძლიერე ქონდა, ორ დღეში სათქმელი
თავისთავად ითქვა. მანამდე კი:


-ელიზა, მანქანას მართავ?


-მანქანა არ მყავს, თუმცა კარგად ვმართავ.


-საჭესთან დაჯდები?


-ალბათ ხუმრობ ხო?


-ჯერ ცოტა ხანს ვისაუბროთ, წასვლისას საჭესთან შენ ჯდები.


-დავიდოვიჩ, ხუმრობ? მართლა?


-ალექსი, ალექსიი, მე ალექსი მქვია და მომმართე მხოლოდ
სახელით.


-კარგი, ალექსი!


ელიზას აღტაცებისგან დროის შეგრძნებაც დაავიწყდა და
ისიც რომ ლუდმა ოდნავ, მაგრამ მაინც დაათრო. დიდ ხანს სეირნობდნენ, საჭესთან ელიზა
იჯდა, გვერდით ალექსი და უკან ელიზასთვის ძვირფასი ადამიანები. ალექსი ცდილობდა ელიზასთვის
დიდი სიხარული მოეტანა და ეს შეძლო კიდეც, მეორე დღეს ყველას სასიამოვნო გასეირნების
შესახებ უყვებოდა და აღტაცებისგან ლაღ და მხიარულ ბავშვს გავდა. მეორე დღე კიდევ უფრო
საინტერესო აღმოჩნა, კიდევ უფრო მეტი ძაფი
გაჩნდა ალექსის გულში, რომელიც უკვე შეუმჩნეველი აღარ იყო ელიზასთვის, მაგრამ
ამას ვერ უშვებდა.


-რა გიყვარს? რაზე ოცნებობ?


-საკმაოდ დიდი თემაა, ბევრი რამ მიყვარს და ბევრი ოცნება
მაქვს და მქონდა.


-რაზე ოცნებობდი, მითხარი რა გთხოვ!


-ძალიან მინდა მქონდეს სახლი და ეზოში აუზი და საამისოდ
ბევრს ვცდილობ. მინდა წავიდე სხვა ქვეყანაში, მაგრამ სულ იმას ვუმტკიცებდი ყველას რომ
საქართველოშიდაც გვაქვს შანსი ვიყოთ ბედნიერები.


-რაზე ოცნებობდი?


-ვოცნებობდი ვყოფილიყავი მონაზონი, მე ვცხოვრობდი მონასტერში
მცირე დროით, მაგრამ საამისოდ ბევრი ბრძოლა დამჭირდა, მერე მივხვდი რომ ჩემი თავი მხოლოდ
მე არ მეკუთვნოდა, ჩემს უკან დედაჩემი და ჩემი და იდგა და დავუბრუნდი ჩვეულებრივ ცხოვრებას.
დაბრუნების შემდეგ მივხვდი რომ ეს ის არ იყო რაც მე გულით მსურდა, არ შემეძლო ასეთი
რთული ტვირთის ტარება.


-კიდევ მითხარი რაზე ოცნებობდი.


-ბავშვთა სახლი მინდოდა მქონოდა, სადაც ყველასგან განსხვავებული
სიტუაცია იქნებოდა და სადაც ბავშვებს სახლის მტვერიც კი ეყვარებოდათ, კიდევ ბევრი შვილი
მინდოდა მყოლოდა, მანქანა მინდოდა მყოლოდა.


-ხვალ აუცილებლად უნდა დაბრუნდე თბილისში?


-აუცილებლად, იმიტომ რომ ვმუშაობ და კიდევ იმიტომ რომ
დედას დიდი ხნით მარტო ვერ ვტოვებ.


-არ წახვიდე და მე წაგიყვან მანქანით.


-ვერა ალექს, აუცილებლად უნდა წავიდე.


-მაშინ ხვალ ისევ დაგაჯენ საჭესთან, სანამ წახვალ.


-ხვალ ერთ სასიამოვნო ადგილს უნდა ვესტუმრო, ამდენი
ხანია აქ ჩამოვდივარ და არც კი ვიცოდი არსებობდა თუ არა ეს პარკი.


-ხვალ მეც იქ ვიქნები. შენი ნომერი დამიტოვე და ტელეფონზე
მოგწერ.


ეს იყო სწორედ ის როცა ელიზა დარწმუნდა, რომ ალექსი
მის მიმართ ისე იყო განწყობილი, როგორც .......


გასეირნება სასიამოვნო აღმოჩნდა, საუბარი კიდევ უფრო
მეტად, ელიზა წინააღმდეგი იყო ორი ადამიანის ურთიერთობის, მაშინ როდესაც ერთი საქართველოშია,
მეორე კი საზღვრებს გარეთ და ის ამტკიცებდა რომ ასეთ დროს გრძნობა ვერასოდეს იქნება
ძლიერი და რომ კილომეტრებზე გადაჭიმული სიყვარული არ არსებობს. აღმოჩნდა რომ საბოლოოდ
ელიზა სწორედ ასეთი სიყვარულის მსხვერპლი იყო. ალექსი იმ საღამოსვე გამოუტყდა ელიზას
გრძნობებში, მას შემდეგ გრძელდებოდა გაუთავებელი ზარები, უსაზღვრო ყურადღება, რომელმაც
არც დრო იცოდა და არც მოუცლელობა. ასე გაგრძელდა მანამ სანამ ალექსიმ ელიზა არ დაითანხმა
ურთიერთობაზე, რომელსაც ლამაზი და თბილი სიყვარული უნდა მოეტანა ორივესთვის. ასეც მოხდა.
გრძნობამ რომელიც ორივეს ცხოვრებაში დიდი ბედნიერება შემოიტანა, ბევრ ტკივილს გაუძლო,
სიყვარული ალექსისთან ერთად მოგზაურობდა და სიძლიერეს იძენდა.


-სანთლების ანთება არ დაგავიწყდეთ, ვარდები არ გადაჭრათ.
თეთრი ვარდები რატომ ჭარბობს? მას მხოლოდ წითელი უყვარს. ვერაფერს ვერ უნდა მიხვდეს,
სად არის ვიოლინო? ბეჭედი, ბეჭედი მანქანაში დამრჩა, გიგა, აიღე გასაღები და ბეჭედი
მომიტანე. ელიზას კაბა მზად არის? ქალბატონო ია, ყველაფერი ისე უნდა იყოს რომ სიურპრიზმა
ხიბლი არ დაკარგოს. მოვიდა....


ძალიან მალე
სიყვარულს დაგვირგვინებაც მოჰყვა. ელიზამ და ალექსიმ ერთობლივად აიხდინეს მათი ოცნებები.
ელიზას ქონდა ბავშვთა სახლი, ყავდა მანქანა და ყავდა საყვარელი ადამიანი, რომელსაც
ყოველ დღე ჩუქნიდა უდიდეს სიყვარულს, სითბოს და სიხარულს. ქონდათ „რანჩო“, სადაც ულამაზესი
ვარდების ბაღი, უზარმაზარი აუზი და სხვადასხვა სახეობის ხილი იყო. არავინ იცის, როგორ,
მაგრამ ელიზამ სტერეოტიპები დაუმსხვრია საკუთარ თავს, სტერეოტიპი რომელიც ბედნიერების
განმსაზღვრელი იყო თავის ცხოვრებაში!

image

1
70
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
70
  
2015, 10 აგვისტო, 13:07
ალექსი ::):) სახალისო იყო
0 1 1