x
ჩემს "საყვარელ საძმაკაცოს"

მახსოვს ერთხელ ერთ შორეულ უცხო ქვეყანაში, ვიჯექი და
მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავებს ვუმზერდი.... ისინი კი მე მაკვირდებოდნენ და თავის მოწონების
მიზნით ჩემს მოხიბვლას, თავიანთი ულამაზესი „სანახაობრივი დადგმებით“ ცდილობდნენ. ფიქრებსა და ოცნებებში ჩავიძირე.....


ერთ მშვენიერ დღეს გავიცანი ჩემთვის არაჩვეულებრივი
პიროვნება, რომელშიდაც კომპლექსურად იყო თავმოყრილი ქართულ-ტრადიციული ვაჟკაცური თვისებები,
ისეთი ძირძველი, დღევანდელ ახალგაზრდა მამაკაცებში რომ თითქმის აღარ არსებობს! გაოცებული
და უსაზღვროდ გახარებული ვიყავი... იმედიანად და პოზიტიურად განწყობილი, რომ ჯერ კიდევ
არ გამქრალა ის რაც ჩემთვის ასეთი სანატრელი გახდა დღევანდელ ახალგაზრდებში.ასე შეიქმნა
ჩემი საყვარელი საძმაკაცო მისი თამადობით. ბევრი ძალიან ბევრი სიხარული, ბრძოლა და
სიხარული გამოვიარეთ ერთად! თუმცა სანამ ურთიერთობა ახალია მაშინ უფრო მეტად უფრთხილდები.



მახსოვს, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, ახალ წიგნებს
განსაკუთრებულად ვუვლიდი და ვუფრთხილდებოდი, რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩემი წიგნი იმდენად
მიმზიდველი აღარ იყო, როგორც ეს პირველ დღეებში. ამ წიგნში იყო ფურცლები, სადაც დაწერილი
ინფორმაცია ჩემთვის რთულად აღსაქმელი იყო, ამიტომ ეს ყველაფერი ჩემში იწვევდა გარკვეულ
უკმაყოფილებას, მაგრამ ვერც იმას ვახერხებდი ამ წიგნისადმი სულ მთლად გულგრილი დავრჩენილიყავი,
იმიტომ რომ ის გარკვეული პერიოდი მჭირდებოდა და მის გარეშე ძალიან ბევრს დავკარგავდი.....
მინდოდა თუ არ მინდოდა ეს წიგნი უნდა მქონოდა, უნდა წამეკითხა, უნდა მომევლო.... თუმცა მაშინ აზრდაც არ მომსვლია რომ ადამიანების
ურთიერთობაც ასეთი იყო. შენს გვერდით მხოლოდ იმიტომ არიან რომ ჭირდები, გიფრთხილდებიან
მხოლოდ იმიტომ რომ ეს ასეა საჭირო.... მაგრამ ამაშიდაც არის განსხვავება, წაკითხულს
სწავლობ და გამახსოვრდება, აი, ურთიერთობა რომელიც მხოლოდ იმიტომ დგება რომ ეს ერთ-ერთ
მხარეს სათავისოდ ჭირდება და ამ ურთიერთობისგან ვერაფერს ან არაფერს სწავლობ........ ეს დამღუპველია. როცა უსულო საგანი გაძლევს იმაზე
მეტს ვიდრე სულიერი არსება, ეს კიდევ უფრომ მედატ დამღუპველი და გამანადგურებელია!



მედალს ორი მხარე აქვსო! რა ზუსტად ნათქვამი ყოფილა!
ყველა ურთიერთობას აქვს საოცრად დადებითი და უარყოფითი მხარე! აქედან გამომდინარე დავასკვენი ის აუცილებლობა,
რომელიც სამწუხაროდ ძალიან დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. ცხოვრებაში თითქმის არასოდეს
ამართლებს შეძენილი ურთიერთობა! უვიცი, ყოველთვის დარჩება უვიცად და ის ვერასოდეს მიიღებს
კეთილ სარგებელს ნებისმიერი ურთიერთობისგან! ვერასოდეს დააფასებს იმას რაც აქამდე არ
უნახავს და თუ ეს შენთან ურთიერთობის დროს განიცადა, ვერასოდეს აღიქვამს ამას იმად,
რასაც ცხოვრებისგან მიღებული დიდი საჩუქარი ქვია! ამიტომ, ფრთხილად იყავით მათთან ვინც
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გაფანატებთ, ყოველთვის დაფიქრდით რა შეიძლება იყოს მეორე
მხარე, მიზეზი ფანატიზმისა, შეფარული პატივისცემისა და არასოდეს ენდოთ შეძენილ „საყვარელ
საძმაკაცოს“! არავინ იცის სად და როდის გამოამჟღავნებს ის თავისი „ადამიანობის“ მეორე
მხარეს! და მაინც, დღეს საქართველოს ვაჟკაცების ვაჟკაცობა, აგრესიასა და ქალისადმი
უპატივცემულობაზე გადის! იმ ადამიანების შეურაწყოფასა და გულის განადგურებაზე, რომელსაც
ასე ძალიან აფასებდნენ, რომელიც ასე ძალიან შეიყვარეს და ერთ მშვენიერ დღეს საერთოდ
გააქრეს ცხოვრებიდან! იმიტომ რომ ყველა საჭიროება ამოწურეს....


მაგრამ „ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი რის გამოც
შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც, ამიტომ იოლად ნურავის გაიმეტებთ „

ჩემში მოკვდა ჩემი წილი „საყვარელი საძმაკაცო“, ის ვის გამოც ძალიან ბევრი დამითმია
და ძალიან ბევრს დავთმობდი! ვისთან ურთიერთობის საჭიროებაც ჩემში არასოდეს ამოიწურება!



0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0