x
ჩემეული ლევან სუხიტაშვილი

სექტემბრის თვე იყო როცა სამსახური შევიცვალე და საჯარო მოხელის სტატუსი მივიღე! საკმაოდ სასიამოვნო გარემოში მოვხვდი, იმ არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად რომელთაც მანამ ვიცნობდი ვიდრე აქ დავიწყებდი მუშაობას! მოგეხსენებათ რომ თბილისი ყოველი წლის ოქტომბერში თბილისობას ზეიმობს და ამ დღისთვის ყველა თბილისში მცხოვრები განსაკუთრებით ემზადება და არამხოლოდ თბილისელი. ჩემდა სასიხარულოდ ჩემს რაიონში თბილისობის ორგანიზება დამევალა. საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო და ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო. მოკლედ დაიწერა გეგმა, შეირჩა ადგილი, დავუკავშირდით მონაწილეებს და როცა საქმე მიწურულისკენ
მივიდა ჰოპ და უეცრად დიდ პრობლემას შევეჩეხეთ, მოკლედ რომ მოგიყვეთ დაგვჭირდა კომპანია რომელიც აიღებდა ვალდებულებას რომ მონაწილეებისთვის ხელშეკრულებები გაეფორმებინა და თანხა გადაერიცხა. (მოგეხსენებათ სახელმწიოფო თანხების გაცემა მარტივად არ ხდება და რამდენიმე პროცედურის გავლას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება) მოკლედ, იმ დღეებში მიცვალებულს უფრო ვგავდი ვიდრე ცოცხალ ადამიანს! ლევანი გამოჩნდა მაშინ როცა უკვე ფაქტიურად აღარფრის იმედი აღარ მქონდა და უკვე იმაზე ვფიქრობდი მონაწილეებისთვის როგორ ამეხსნა ეს ყველაფერი! საკმაოდ გვიანი იყო, სათათბიროდ შევედით და ვიღაც დახეულ ჯინსებში გამოწყობილი, კეპკიანი ტიპი შემოვიდა და თან ისე ღეჭავდა კევს, თითქოს მისი პროფესია ნერვებზე თამაში იყო. დავაპირე მეთქვა მისამართი ხომ არ შეგეშალათქო, მაგრამ ბატონებმა მალევე განმიმარტეს რომ ეს „კეპკიანი ტიპი“ იმ კომპანიის წარმომადგენელია ვინც ამ სიტუაციიდან მარტივად გამოგვიყვანსო! ეს იყო ლევან სუხიტაშვილი. სიმართლე გითხრათ ისე ვნერვიულობდი სახეზე არც შემიხედავს.
სათათბიროდან რომ გამოვედით და ლევანის კოორდინატებს ვიწერდი, ყურადღება მისმა გვარმა მიიქცია, მაგრამ მაინც ვერ დავუშვი ის რომ ეს ის დონ ლევანი იყო, რომელსაც წლების წინ მთელი თბილისი აღმერთებდა, კაციან ქალიანად და რომლის გამოც უყურებდნენ „ამტანების“ შოუს და ყველა დონ ლევანისა და მაკას სიყვარულს გულშემატკივრობდა! ბევრი რომ არ გამიგრძელდეს გეტყვით, რომ ჩემთვის ლევან სუხიტაშვილმა დაამსხვრია და მტვრად აქცია სტერეოტიპი იმისა რომ ცნობადი და პოპულარული ადამიანები ზედმეტად ქედმაღლები არიან. მე გაოცებული დავრჩი ამ ადამიანით. ადამიანით, რომელიც არის საოცრად უშუალო, კონტაქტური, თავმდაბალი,
ჯიგრიანი ქართველი, აი ისეთი როგორსაც ბევრს ვინატრებდი რომ საქართველოს ყოლოდა. ადამიანი რომელიც არ გაძლევს საშუალებას რომ ცუდად იყო და ყოველთვის გაჩვენებს გზას სადაც გამოსავალს იპოვნი, ადამიანი რომელიც არ თაკილობს არაფერს და ბოლომდე გვერდით გიდგას, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია ამპარტავნობისა და სიამაყის გრძნობა! რომელიც ბევრ ყავასაც სვამს და ბევრ ღვინოსაც. მე აღფრთოვანებული ვარ შენით და ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი შენ ჩემთვის იმ საშინლად რთულ დღეებში და ერთ-ერთი დიდი მიზეზი, სხვა ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად იმისა რომ ის დღეები ტკბილად გავიხსენო! მე მინდა და გისურვებ რომ არასოდეს შეცვალო შენი პიროვნება, შენი ადამიანობა და შენი თვისებები, რომელიც ასე ძალიან მაგარია და უიშვიათესი, ლევან! და შენ შვილებს მინდა ვუსურვო რომ მაქსიმალურად ბევრი თვისება წაიღონ შენგან, ბედნიერია
ყველა ის ადამიანი რომელსაც შენთან შეხება ქონია და აქვს!!! ბევრი სამადლობელი სიტყვა მიტრიალებს ახლა გონებაში, ბევრი რამ შემიძლია კიდევ ვთქვა შენზე, მახსოვს ერთხელ გეწერა, გიორგის გამოჩენა თავიდან არ მესიამოვნაო, მაგრამ მერე მივეჩვიე და მერე შემიყვარდა კიდეცო, მაპატიოს გიორგიმ, მისმა მოტრფიალე ადამიანებმაც, მაგრამ ჩემთვის უნიჭიერესი მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი პირველ რიგში შენი ძმაა და მერეა ყველაფერი სხვა დანარჩენი, ცნობადი სახეც, მომღერალიც, კარგი ტრადიციული ქართველი ბიჭი და ასე შემდეგ! ანუუუუ ის, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, დარწმუნებული ვარ რომ აღიარებას ყველაგან მიიღებ, არა როგორც გიორგის ძმა, არამედ როგორც ლევან სუხიტაშვილი!
საჯაროდ გიხდი კიდევ ერთხელ უუდიდეს მადლობას გვერდით დგომისთვის და კიდევ იმისთვის რომ შენი არაორდინალური გამოსვლები პოსტების სახით ყოველთვის კარგ ხასიათზე გვაყენებს ხოლმე. ოქრო ხარ !
image image

1
130
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ჭაბუკიანი
ნინო ჭაბუკიანი
130
  
2015, 26 იანვარი, 22:20
არ ვიცნობ მაგრამ დარწმუნებილი ვარ რომ ჯიგარი ადამიანი იქნება
0 1 1