x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მსოფლიო ისტორიის ყველაზე არაეთიკური ექსპერიმენტი: დევიდ რეიმერი 1965-2004
ამ სტატიით ვასრულებთ ყველაზე არაეთიკურ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტების
განხილვას.


როგორც ცნობილია, 90-იან წლებში მიმდინარეობდა მსოფლიო ომები და გავრცელებული იყო საშინელი დაავადებები
ამასთანავე ტარდებოდა საშინელი ექსპერიმენტები, რომლებიც
ადამიანის ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.


90-იანი წლების ექიმები დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდ საშინელ ექსპერიმენტებს
აწყობდნენ, ეს იმის დასტურია რომ მაგ პერიოდში მათ საერთოდ არ ჰქონდათ
ღმერთის შიში..


ამ სტატიაში განვიხილავთ 10 საშინელი ფსიქოლოგიური ექსპერიმეტიდან ბოლო, მეათე ექსპერიმენტს. ამას წინათ განვიხილეთ 9 ექსპერიმენტი.


ეს უკანასკნელი არის არაეთიკურ ექსპერიმენტებს შორის "ყველაზე არაეთიკური"


image


1965 წელს კანადაში დაიბადა ბავშვი, სახელად დევიდ რეიმერი. რვა თვის ასაკში იგი, ჩვეულებრივ, წინადაცვეთის პროცედურაზე მიიყვანეს. პროცედურის დროს ექიმებს საშინელი შეცდომა მოუვიდათ და ჩვილის საზარდული დაეწვათ.


image


ეს იმის ბრალი იყო, რომ მათ წინადაცვეთისთვის ჩვეულებრივი სკალპელის ნაცვლად ელექტრო დანა გამოიყენეს.



image


როდესაც მშობლები ფსიქოლოგ ჯონ მანისთან მივიდნენ რჩევის საკითხავად, მან პრობლემის მარტივი გადაწყვეტა, ბავშვისთვის სქესის შეცვლა ურჩია. მშობლები ძალიან დაბნეულები იყვნენ მომხდარის შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდნენ პროცედურის ჩატარებაზე. მათ არ იცოდნენ, რომ ფსიქოლოგის ნამდვილი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ ადამანის სქესზე მოქმედებს გარემო და არა ბუნება. საკუთარი, ეგოისტური მიზნის გამო ფსიქოლოგმა დევიდი საცდელ ობიექტად აქცია.


image


დევიდს, ახლა უკვე ბრენდას, ხელოვნური ვაგინა განუვითარეს და ჰორმონებზე „შესვეს“. დოქტორი მანი ექსპერიმენტს წარმატებულად მიიჩნევდა და უგულებელჰყოფდა ქირურგიული ჩარევის უარყოფით შედეგებს. ბრენდა იქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი ბიჭი.


image


ყველაზე უარესი ის იყო, რომ მშობლებმა მას არ აცნობეს ჩვილობისას მომხდარ ინციდენტზე, რამაც ოჯახიში საკმაოდ ძლიერი რყევა გამოიწვია. დედა სუიციდისადმი მიდრეკილი იყო, მამა ალკოჰოლიკი, ძმა კი საშინლად დეპრესიული. საბოლოოდ, თოთხმეტი წლის ასაკში, ოჯახმა უთხრა მას მისი ნამდვილი სქესის შესახებ.


image


ბრენდამ ისევ დევიდად გადაქცევა გადაწყვიტა, ჰორმონების მიღებას თავი დაანება და პენისი აღიდგინა. დოქტორი მანი კი ისევ წარმატებულს უწოდებდა ექსპერიმენტს და არაფერს ამბობდა დევიდის ტანჯვის შესახებ.


image


ეს იყო 90 -იანი წლების ყველაზე არაეთიკური ექსპერიმენტი



2
925
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
925
  
2015, 17 აგვისტო, 20:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 5 აგვისტო, 12:02
იმ ე.წ. ექიმებსა და ფსიქოლოგს კი შერჩათ ეს ყველაფერი... :(( (გავაზიარე)
0 1 2