x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
L’ORÉAL-100 წელი სილამაზის სამსახურში
XX საუკუნე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრაგიკული საუკუნეა კაცობრიობის ისტორიაში. ამ პერიოდში მსოფლიომ ორი ომი გადაიტანა, რომელიც პირველი და მეორე მსოფლიო ომის სახელით შევიდა ისტორიაში. მსოფლიომ ასევე გადაიტანა ცივი ომი, 50-60-იან წლებში განვითარდა და გაფართოვდა ატომური იარაღის წარმოება.

image


მსოფლიოში შიში და დაძაბულობა სუფევდა. თუმცა კი, სილამაზე, ეს ის არქეტიპია, რომელზე ზრუნვაც ასეთ მძიმე ვითარებაშიც არ წყდება.


მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1907 წელს ახალგაზრდა ფრანგმა ქიმიკოსმა Eugène Schueller-მა თავის სამზარეულოში განავითარა სილამაზის ისტორია.


image
1907 წლის 30 ივლისისათვის შექმნა ფორმულა სახელწოდებით " L'Auréale", რომელიც თავისი ეპოქის ქალების ვარცხნილობას დაუკავშირა. თავდაპირველი სახის შემნარჩუნებელი და თმებისათვის სილამაზის მიმნიჭებელი ქიმიური ნაერთი სილამაზის სალონებში მეტად მოთხოვნადი გახდა. image

26 წლის ასაკში ქიმიკოსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. 1909 წელს დააარსა ფირმა L’Oréal. ფირმის პროდუქცია თავდაპირველად თმის მოვლის საშვალებები იყო. ფრიმამ გაამართლა და მას დიდი წარმატება ხვდა წილად. დროთა განმავლობაში გაფართოვდა წარმოება და თმის მოვლის საშუალებებს სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებები დაემატა.

image


image












დღეისათვის L’Oréal-ს 130 ქვეყანაში აქვს შვილობილი ფირმები. მომხმარებელთა რაოდებობა კი 17, 2 მილიონს აღემატება. მიუხედავად დაძაბული პერიოდებისა, L’Oréal-მა გაუძლო განსაცდელებს. იგი როგორც ქალებისათვის, ისე მამაკაცებისათვის ერთ-ერთი საყვარელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს არც თუ ისე ძვირადღირებულ, თუმცა ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს. კომპანიის მთავარი დევიზი კი კვლავაც უცვლელია: "la beauté"-სილამაზე.

0
30
8-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0