x
image
ციცი
Mediator image
"ახლა წამოვა შემოტევის ტალღა... როდის განიკურნება ნეტავ საქართველო სენისგან, რასაც უკვე სახელსაც ვერ დაარქმევ..."-თამრიკო ჭოხონელიძე "X ფაქტორის" ფინალს ვრცელი სტატუსით ეხმიანება.

image

"ერთმა ქალბატონმა, მაშინ როცა სრულიად ობიექტურად და გულწრფელად აღვნიშე და მოვიწონე რუსთავი 2-ზე ერთ-ერთი გადაცემა, ნიშნის მოგებით მომწერა-"რაღაც ამ ბოლო დროს მოიხიბლეთ რუსთავი 2-თო(?!)" მე ყოველთვის ვიხიბლები იმით, რაც ჯანსაღია და რასაც ნიჭიერება ჰქვია ყოველგვარი გათვლების გარეშე!!!

როდის განიკურნება ნეტავ საქართველო სენისგან, რასაც უკვე სახელსაც ვერ დაარქმევ-ზიზღის, ერთმანეთის ვერ ატანის, ხშირად მოვლენების მხოლოდ ცუდი წახნაგით დანახვის, კარგზე კი სრული დაბრმავების, სხვისი ჭირით სიხარულის, დაცემულის კიდევ უფრო გათელვის და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ამგვარის ეთობლიობა!...

რა თქმა უნდა ამის სახელი ჯერ არ მოგონილა და მაინცდამაინც საქართველოში უნდა დაერქვას ამას რაღაც ახალი სახელი?! ახლა წამოვა შემოტევის ტალღა. როგორ, აბა 13 ივნისის მაგალითი რა იყო?! და ა.შ... იცით რა, აბა ჰკითხეთ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღედაღამ იქ იყვნენ(მათ შორის ჩემი შვილებიც) და ერთადყოფნის და თანადგომის გასაოცარ მაგალითს იძლეოდნენ ჩაიდინეს თუ არა გმირობა? სათითაოდ ყველა გეტყვით, რომ ეს მათი მოქალაქეობრივი ვალი იყო! მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი თავმდაბლობისა და ამავდროულად დიდი ადამიანობის წინაშე!!! მაგრამ მოდით ნურც იმას უარვყოფთ, რომ ხშირად ვცოდავთ კიდეც! არ შეიძლება ხმამაღლა ვთქვათ და ერთმანეთს გავუზიაროთ ის, რაც ჩვენივე გამოსასწორებელია! რატომ ჩემო ძვირფასებო?! რატომ დავკარგეთ ობიექტურობის გრძნობა? ან რატომ ვაძლევთ თავს უფლებას სხვას ავუკრძალოთ და ვაქილიკოთ მის მიერ გულწრფელად შეფასება და მისივე თანამემამულის ნიჭიერებით აღფრთოვანების გამოხატვა?! მე არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი დიდი სიხარულის განცდა, როცა პროექტს "× ფაქტორს" ვადევნებდი თვალს! დიახ, შეძლებისდაგვარად ხშირად ვუყურებდი და რაც ყველაზე მეტად მხიბლავდა, ეს იყო ბევრი ნიჭიერი ქართველის ხილვა და მოსმენა! ან რატომ არ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ თითქმის ყველა მათ პროექტს, დაწყებული პროდიუსერებით, რეჟისორებით, ოპერატორებით, ხმის რეჟისორებით დამთავრებული... არც ვიცი ვინ ვთქვა, მაღალი პროფესიონალიზმის ბეჭედი აქვს დასმული?! ყოჩაღ!... (რა თქმა უნდა არის ხარვეზებიც... ეს უფრო გარკვეულ ფლიგელში კომპეტენტურობას ეხება, მაგრამ...) უკვე ვიცი რა მოხდება..."-ასეთი სტატუსით ეხმიანება მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ პროექტს "X ფაქტორს".image

0
1012
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1012
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0