x
image
natia.a
8 შემთხვევა, როცა ფინჯანი ყავა სერიოზულ პრობლემად იქცა - გაფრთხილდით!

image
ბევრი ჩვენგანი დილას სწორედ ფინჯანი ცხელი ყავით იწყებს და დღის მანძილზეც თანს სდევს ეს არომატული სასმელი. მაგრამ არავინ დაფიქრებულა, რომ ერთი უხერხული მოძრაობა და ყავის ჭიქა შეიძლება სერიოზული ტრავმისა ან სასამართლო გარჩევის მიზეზი გახდეს.


1. აბდელალი McDonald’s-ის წინააღმდეგ


image
როცა 4 წლის ლილ აბდელალი McDonald’s-ში ჭიქას აწოდებდა ბებიას, ჭიქას თავსახური მოძვრა და ბებომ მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო მთელ სხეულზე. ოჯახმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და რესტორნისგან 4 მილიონი დოლარის ოდენობით კომპენსაცია მოითხოვა. თუმცა 2012 წლიდან (როცა ეს ინციდენტი
მოხდა) დღემდე კომპანიას ჯარიმა არ გადაუხდია.



2. მეთიუ კოპი Starbucks-ის წინააღმდეგ

image
ჩრიდილოეთ კაროლინის პოლიციელმა, მეთიუ კოპმა Starbucksის ყავა მუხლებზე გადაიღვარა, რამაც მეთიუს თქმით, გამოიწვია „კრონის დაავადების გამწვავება, შფოთი და უძილობა, და ამასთანავე, პრობლემები შექმნა ცოლთან ინტიმურ ურთიერთობაში“. ყოველივე ამის გამო კოპმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 750 000 დოლარი მოითხოვა კომპანიისგან მორალური ზიანის სანაცვლოდ. თუმცა სასამართლომ მიიღო გადაწვეტილება, რომ Starbucks-ი არ არის ვალდებული რაიმე სახის კომპენსაცია გადაუხადოს პოლიციელს.

3. ხედი ჩენი В-N-Out Burgerის წინააღმდეგ

image

2013 წელს ხედი ჩენს სასადილოში მიუტანეს ფინჯანი ყავა, რომელიც იმდენად ცხელი იყო, რომ ქალმა ჭიქა ხელი გაუშვა და შედეგად სასმელი თეძოებსა და მუცელზე გადაიღვარა. მან მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო და სარჩელი შეიტანა კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით. სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება.


4. ლურდეს სერვანტესი Continental Airlines-ის წინააღმდეგ

image

2011 წელს, მადრიდიდან ნიუ-იორკში ფრენის დროს ლურდეს სერვანტესმა მიიღო მეორე ხარისხის დამწვრობა მას შემდეგ, რაც წინ მჯდომმა მგზავრმა სავარძლის საზურგე უკან გადასწია და შემთხვევით ლურდესის მუხლებზე გადაღვარა მის უკან დადებული ცხელი ყავა. სერვანტესმა ავიაკომპანიისგან კომპანსაცია მოითხოვა 170 550 დოლარის ოდენობით. საბოლოო ჯამში ავიაკომპანიამ შეძლო სასამართლოს გარეშე ლურდესთან შეთანხმება და გადაუხადა გარკვეული თანხა, რომლის ოდენობაც საზოგადოებისთვის უცნობია.


5. ედვარდსი McDonald’s-ის წინააღმდეგ

image
სელენა ედვარდსმა „მაკდრაივში“ ყავა შეუკვეთა და თავსახურით აიღო. თავსახური ჭიქას მოძვრა და სასმელი სელენას ხელზე გადაეღვარა, რის შედეგადაც მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მომხმარებელმა კომპანიას კომპენსაცია მოსთხოვა. თუმცა, 2014 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ედვარდსის მიერ მტკიცებულებებად წარმოდგენილი ყველა ფოტო ყალბი იყო. საბოლოოდ თავად ედვარდსი გაასამართლეს თაღლითობისთვის.


6. კეტლინ პერესი „მაკდრაივის“ წინააღმდეგ
image
2013 წელსაც ედვარდსის მსგავსი ისტორია განმეორდა: კეტლინ პერესმა მაკდრაივიდან მოწოდებული ყავის ჭიქა აიღო და სახურავი მოძვრა, რის გამოც ხელი დაეწვა. წინა ისტორიისგან განსხვევებით, პერესი სასამართლომ გაამართლა და McDonald’s-მა
კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა თანხა უცნობია.


7. ხოსე ადამესი და სალი ირისარი Denny’s-ის წინააღმდეგ

image

2012 წელს ხოსე ადამესისა სალი ირისარის 14 თვის ქალიშვილმა მაგიდაზე დადებულ ყავის ჭიქას ხელი წაატანა და სხეულზე გადაისხა. მშობლები ამ ინციდენტში ოფიციანტს ადანაშაულებენ, რომელმაც „ყავა მაგიდაზე ისე დადგა, რომ ბავშვმა მიწვდომა შეძლო“. დაზარალებულებმა სასამართლოს გზით მოითხოვეს 340 000 დოლარი ბავშვის მკურნალობისა და მორალური კომპენსაციისთვის. მოსამართლე ჰიუ ბ. სკოტმა კომპანიას დაუდევრობისთვის 500 000 დოლარის გადახდა დააკისრა.


8. ლიბეკი McDonald’s-ის წინააღმდეგ

image

1994 წელს სტელა ლიბეკმა McDonald’s-ში 49 ცენტის ღირებულების ყავა შეუკვეთა. მან ჭიქა მუხლებს შორის მოითავსა, რათა ნაღები და შაქარი დაემატებინა. ჭიქას თავსახური მოძვრა და სტელამ მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაზარალებულმა ჯერ მხოლოდ 20 000 დოლარი მოითხოვა მკურნალობის ხარჯების დასაფარად, შემდეგ კი, ადვოკატის რჩევით, ამას მორალური ზიანის ანაზღაურებაც დაუმატა და მოთხოვნილი თანხა 2, 9 მილიონამდე გაზარდა. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ 640 000 დოლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდაზე.





1
577
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
577
  
2015, 15 ივლისი, 16:37
:):):):) გავაზიარეე
0 1 1