x
image
natia.a
რატომ მოაწყო ისტერიკა გოგონამ მეტროში - გაფრთხილდით, ეს შოკისმომგვრელი მიზეზი ყველას გვემუქრება!
image
ჰონ-კონგკის მეტროში მგზავრობისას ახალგაზრდა ჩინელ გოგონას ტელეფონი დაუჯდა. რა თქმა უნდა ეს არც თუ ისეთი სასიამოვნო ალბავია, მით უმეტეს, თუ კიდევ მინიმუმ ერთი საათი მგზავრობა გიწევს, მაგრამ გოგონას რეაქცია ასეთ უმნიშვნელო რამეზე, მაინც ძალიან უცნაური იყო. ერთ წამში ახალგაზრდა არსება სრულიად უამართავი გახდა: დაიწყო კივილი, ტირილი, ფეხების ბაკუნი - ზუსტად ისე, როგორც სულ პატარა ბავშვები იქცევიან, როცა სასურველ ნივთს ვერ იღებენ. მაგრამ, ვიდეოში კარგად ჩანს, რომ გოგონა ზრდასრული ადამიანია და არა ბავშვი, ან თუდაც მოზარდი. ამგვარი ემოციური შეტევა უმნიშვნელო რაღაცის გამო, ძნელად თუ ჩაითვლება ადექვატურ ფსიქოლოგიურ რეაქციად. იმ წუთში ჩინელ გოგონას სხეულში, როგორ იტყვიან "თითქოს ეშმაკი ჩაუსახლდა".



იხილეთ ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო:




image
როგორც ჩანს, საბრალო გოგონა ტელეფონზე დამოკიდებულების მძიმე ფორმით არის დაავადებული, რაც, სამწუხაროდ დღეს ძალიან ხშირად გვხვდება ახალგაზრდებში. ტელეფონზე დამოკიდებულება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად არის მიჩნეული. ამერიკელი ფსიქოლოგების გამოკვლევის თანახმად, ამერიკის მოსახლეობის თითქმის 40% დამოკიდებულია სმარტფონებზე. დამოკიდებულება იმდენად დიდია, რომ ადამიანები ამოწმებენ ტელეფონებს ყოველ 5 წუთში, მაშინაც კი, როცა დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი შეტყობინება ან ზარი არ არის. თინეიჯერებში აღინიშნება ტენდენცია იმისა, რომ სმარტფონი ძილის დროსაც საწოლში ედოთ. ასევე გაჩნდა ახალი ტერმინი “ნომოფობია”, რომელიც წარმოადგენს უტელეფონოდ ყოფნის შიშს.



სამწუხაროდ ეს ტენდენცია სულ უფრო მზარდია მთელ მსოფლიოში. ამგვარი დამოკიდებულება ანგრევს როგორც ადამიანის ფსიქიკას და ჯანმრთელობას, ასევე გარშემომყოფებთან და ზოგადად გარესამყაროსთან მის ურთიერთობას. ამიტომ აუცილებელია თავი დავიცვათ, და განსაკუთრებით დავიცვათ ბავშვები 21-ე საუკუნის ამ სენისგან.


0
760
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
760
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0