x
image
natia.a
10 სიტყვა, რომელიც 2015 წელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული იყო
image
ყოველ წელს ჩვენს ლექსიკონში ჩნდება ახალი სიტყვები - ზოგჯერ ეს ნეოლოგიზმებია, ზოგჯერ კი კარგად ცნობილი სიტყვები, რომლებიც გარკვეული მიზეზის გამო განსაკუთრებით გააქტიურდა. თუ 2014 წელს ე.წ. წლის სიტყვებად ითვლებოდა "მაიდანი" და "სელფი", 2015 წეს ისინი სხვა სიტყვებმა შეცვალა და ქვემოთ სწორედ მათ განვიხილავთ.

მაშ ასე, გასული წლის 10 ყველაზე პოპულარული სიტყვა!

1. "ჰეშტეგი" ("hashtag")
image
ეს ცნება პოპულარობას იკრეფდა უკანასკნელი წლინახევრის მანძილზე, 2015 წელს კი იქცა მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებულ და პოპულარულ სიტყვად. "ჰეშტეგი" გამოიყენება სოციალურ ქსელებში, რათა ერთი თემატიკის შესახებ შეტყობინების შეკრება მოხდეს. ჰეშტეგი ეს არის დატაგული სიტყვა, რომელსაც წინ უძღვის სიმბოლო #. ჰეშტეგით სიტყვა იქცევა აქტიურ ლინკად და შესაძლებელს ხდის მოძებნოს ამ ჰეშტეგის ქვეშ დატაგული სხვა პოსტები მთელი სოციალური ქსელის მასშტაბით.
image

2. მისტრალი


image

უკანასკნელი ნახევარი წლის მანძილზე ეს სოტყვა აშშ-ს, რუსეთისა და საფრანგეთის განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ იმყოფებოდა. მისტრალის ირგვლივ ატეხილი ხმაურის წყალობით აღნიშნული სამხედრო გემი მსოფლიოში ცნობილი გახდა და მისი სახელი დღეს პატარა ბავშვმაც კი იცის.

3. "ISIL" ან "ISIS" - "ისლამური სახელმწიფო"
image

"ISIL" (Islamic State of Iraq and the Levant) იგივე "ISIS" (Islamic State of Iraq and Syria ) - ეს აბრევიატურა ან მთლიანად სახელწოდება "ისლამური სახელწიფო", დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სიტყვაა, რაც უკანასკნელ თვეებში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ არავისთვის არ არის გასაკვირი.

4. ებოლა


image
დასავლეთ აფრიკაში ამ საშინელი ვირუსით 20 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 11 ათასზე მეტი დაიღუპა. მართალია, გაზაფხულის შემდეგ ეპიდემია ჩაცხრა, მაგრამ სიტყვა დიდი ხნით დამკვიდრდა ჩვენს ლექსიკონში.

5. სანქციები
image

სიტყვა "სანქცია" ბოლო დროს ყველაზე ხშირად მოიხსენიება დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე საუბრისას. რით დამთავრდება ეს ურთიერთობა ჯერ უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ თავად სიტყვა მყარად დამკვიდრა რიგითი ადამიანების ლექსიკონშიც.

6. "კონვერსები"
image

"сonverse" - სპორტული ფეხსაცმლის ცნობილი მწარმოებლის დასახელებაა, თუმცა დღეს "კონვერსებად" მსოფლიოში მოიხსენიება ზოგადად კედის ტიპის ფეხსაცმელი. ბოლო დროს ამგვარი სპორტული ფეხსაცმელი განსაკუთრებით პოპულარული გახდა არა მხოლოდ ახალგაზრდებში. თავად ამერიკული კომპანიის ისტორია კი ХХ საუკუნის დასაწყისიდან იწყება. მისი პროდუქცია ყოველთვის პოპულარული იყო, მაგრამ კედების მიმართ სიყვარულმა დღეს უკვე პიკს მიაღწია და მასიური წარმოების მასშტაბები განსაკუთრებით გაიზარდა: სტილისტები კედების ჩაცმას რეკომენდაციას უწევენ ნებისმიერ სამოსზე, საღამოს კაბებთანაც კი.

7. მემი


image

როგორც წესი, ეს არის გინებამახვილური ან ირონიული, ხშირად სპონტანური ინფორმაცია, ფრაზა ან გამონათქვამი რომელიმე პოპულარულ თუ აქტუალურ თემაზე. ე შეიძლება იყოს როგორც სიტყვები, ასევე გამოსახულება, რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს და გავრცელებულია ინტერნეტში.

8. ანექსია
image

ეს ცნება, როგორც "ერთი სახელმწიფოს ტერიტორიის ძალადობრივი გზით მითვისება მეორე სახელმწიფოს მიერ", დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

9. ტვერკინგი ("twerking")



image

ეს არის ცეკვის სტილი, რომელშიც აქტიურად გამოიყენება თეძოების, მუცლისა და დუნდულების მოძრაობა. იგი მომდინარეობს აფრიკული ტომებიდან და დღეს მსოფლიოში პოპულარობის პიკშია.

10. ლუსტრაცია
image

ეს სიტყვა 2014 წელსაც ასევე პოპულარული იყო. ეს არის სახელმწიფო თანამდებობის პირთა შემოწმება, რათა გამოვლენილ იქნეს მუშაობდნენ, თუ არა ისინი წარსულში სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, ან თანამშრომლობდნენ თუ არა მათთან. შემოწმება ხდება სპეციალურად ამ მიზნისათვის მიღებული კანონის საფუძველზე. მაკომპრომეტირებელი მასალების არსებობის შემთხვევაში პირებს ეკრძალებათ გარკვეული სახელმწიფო თანამდებობების დაკავება, ასევე აქვთ არჩევანი: ნებაყოფლობით დატოვონ თანამდებობა გამოვლენილი ფაქტების საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ ან მაკომპრომეტირებელი ფაქტების გამოქვეყნების შემდგომ იძულებით იქნენ გადაყენებული თანამდებობიდან. საზოგადოებაში ეს სიტყვა უფრო ხშირად აღნიშნავს ქვეყნის ხელისუფლების "გაწმენადას" ძველი ჩინოვნიკების დათხოვნის გზით.



1
329
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
329
  
2016, 21 იანვარი, 13:03
გ.გ
0 1 1