x
ნერვული ანორექსია

imageნერვული ანორექსია კვებითი აშლილობაა, რომელიც საკვების შეზღუდვით ხასიათდება. ტერმინი " ანორექსია" უმადობას ნიშნავს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ანორექსიით დაავადებულები ხანგრძლივი შიმშილობების შემდეგაც არ კარგავენ მადას, რაც იწვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემებს. ანორექსია უკავშირდება წონაში მატების გადაჭარბებულ შიშსა და საკუთარი სხეულის არასწორ აღქმას. კერძოდ, ანორექსიით დაავადებულს დარღვეული აქვს აღქმა და გაცილებით მეტი წონის ჰგონია თავი, ვიდრე რეალურად არის. ანორექსია ურთულესი დაავადება, სამწუხაროდ, მისი შედეგი შესაძლებელია ფატალური აღმოჩნდეს და დაავადებული ადამიანი გარდაიცვალოს.საყურადღებოა, რომ ეს კვებითი აშლილობა უმეტესად მოზარდ გოგონებს ახასიათებთ, რაც ნაწილობრივ საზოგადოებისა და მედია– საშუალებების გავლენით აიხსნება. ისინი აქტიურად გვთავაზობენ სილამაზის ხატს, გვიმტკიცებენ რწმენას, რომ იდეალური გარეგნობა სიგამხდრესა და მკაცრად განსაზღვრულ წონას უკავშირდება. ბევრი ჟურნალ-გაზეთი, რომელიც სპეციალურად გოგონებისთვის გამოდის უდიდეს ყურადღებას უთმობს წონის დაკლებას. ამდენად, მოზარდებზე ყოველივე ეს ძლიერ ზემოქმედებს, მითუმეტეს, რომ გარდატეხის ასაკში ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ გარეგნობას. როგორც ამბობენ " სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს", მაგრამ "მსხვერპლშეწირვა" გონივრული უნდა იყოს, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ. სამწუხაროდ, ანორექსიით დაავადებულთა ძალისხმევის ნაყოფი არათუ სასურველია, არამედ ის უდიდეს საფრთხეს შეიცავს. ამდენად, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, შედეგი, რაც არასწორ დიეტებსა და შიმშილობებს შეიძლება მოჰყვეს. ანორექსიით დაავადებულებს მთელი რიგი უარყოფითი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებები აღენიშნებათ. მათ ახასიათებთ დეპრესია, ძილის დარღვევები, დაბალი თვითშეფასება და დაქვეითებული გუნება- განწყობა, გარეგნულად ისინი თვალშისაცემად გამხდრები არიან, კანი უშრებათ და უყვითლდებათ, მომატებული აქვთ თმიანობა, მენსტრუალური ციკლი ერღვევათ, ოსტეოპოროზი, დაბალი სისხლის წნევა და ტემპერატურის კლება შეენიშნებათ. ეს ნიშნები, ალბათ დამეთანხმებით, რომ აბსოლიტურად არ შეესაბამება მომხიბვლელი გარეგნობის შესახებ ჩვენს წარმოდგენებს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანორექსიით დაავადებულებს გარკვეული პიროვნული თვისებები აერთიანებთ, მაგალითად: რიგიდულობა, მოწესრიგებულობა, სიბეჯითე, "სრულყოფილებისკენ სწრაფვა" და სხვა... აღსანიშნავია, რომ მშობლების მხრიდან მოზარდისადმი ზედმეტად მკაცრი დამოკიდებულება შესაძლებელია გახდეს ანორექსიისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებაში ერთერთი განმსაზღვრელი ფაქტორი.

უდავოა, რომ გარეგნობაზე ზრუნვა, წონის კონტროლი არათუ დასაზრახი, მისასალმებელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტიობა არის ის საშუალებები, რომელსაც გალამაზებადმე მივყავართ, განსხვავებით თვითნებური დიეტებისა და შიმშილობებისგან, რომლის შედეგი ჯანმრთელობის დაზიანება და გარეგნობის გაუარესებაა. არჩევანი კი ჩვენზეა...

0
341
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე მგელაძე
ეკატერინე მგელაძე
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0