x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
სამხედრო სავალდებულო სამსახური, უკვე ქალბატონებისთვისაც!
სკანდინავიის ერთ-ერთ უმშვენიერეს და განვითარებულ ქვეყანაში, ნორვეგიაში

სამხედრო სავალდებულო სამსახური (ჯარი) დაწესდა ქალბატონებისთვისაც!


მოგახსენებთ, რომ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი

ქალბატონი გახლავთ. აქედან გამომდინარე ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა და


თავდაცვის მინისტრმა, სხვა მინსიტრებთან შეთანხმებით, სამხედრო

სავალდებულო სამსახური ანუ ჯარი დააწესეს ქალბატონებისთვისაც.


image



ჯარში წასვლა ევალებათ 1997 წლიდან დაბადებულ გოგონებს.


image


გასული წლის ბოლოს ნორვეგიის მთავრობაში მოსული, მემარჯვენეების პარტიამ

მოამზადა კანონ-პროექტი, რათა ივლისის თვეში ქალთა ჯარის ყველა ყაზარმა

გამზადებულიყო.


image



ნორვეგიის პარლამენტის ცნობით, დღეს საჭირო სამართლებრივი ცვლილებების

შედეგად, ნორვეგიაში ქალი იქნება თუ მამაკაცი ყველას მოუწევს სამხედრო

სავალდებულო სამსახურის შესრულება.


image



ნატოს ორგანიზაციის პირველი ქვეყანა, სადაც დაწესდა სამხედრო სავალდებულო

სამსახური ქალებისთვის!


ნატოს წევრი ქვეყნებს შორის ნორვეგია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც სავალდებულო

ჯარი ოფიციალურად გამოცხადდა ქვეყანაში ქალებისთვის.სამხედრო სავალდებულო

მოუწევს 1997 წლიდან დაბადებულ ყველა ახალგაზრდა გოგონას. ეს წესი

2015 წლის ივლისის თვეში გაოფიციალურდა.


image



როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრიც

ქალია, დაემატა ის ფაქტიც რომ ქალები უკვე ჯარშიც მიყავთ. აქედან გამომდინარე

ნორვეგია ნატოს დანარჩენ ქვეყნებისგან უკვე საკმაოდ განსხვავდება.


image



"ისტორიული გადაწყვეტილება"


ნორვეგიის ქალთა დაცვის მინისტრამ პრესკონფერენციაზე განაცხდა, რომ ეს

არის ნორვეგიის ისტროიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რაც მთავარია

ისტორიული გადაწყვეტილება!


image



ქალთა დაცვის მინისტრის განცხადება:


" ჯარი მთავარ როლს ასრულებს მთავრობას და მოსახლეობას შორის, დღეს

ყველამ პირველ რიგში ეს პრინციპი უნდა გავიტვალიწინოთ და ამ პრინციპით

უნდა გავიხედოთ წინ! დროა ჯარის მოდერნიზაცია მოვახდინოთ.

დღეიდან უკვე ქალბატონებიც შეძლებენ ჯარში წასვლას, ნორვეგიას ეყოლება

არამხოლოდ ჯარისკაცები, არამედ ჯარისქალებიც!

საერთაშორისო არენაზე ნორვეგია ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება

მოწინავე ქვეყანა და რათქმაუნდა ჩვენ ამით ვამაყობთ!

ასე რომ, თუ აქამდე ვეხმარებოდით და ვიცავდით 10 ადამიანს, ამჯერად

დავიცვავთ 20-ს!დასძინა ნორვეგიის ქალთა დაცვის მინისტრმა


image



წელიწადში 60 000 ახალგაზრდას იწვევენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში!


ნორვეგიაში წელიწადში 60 000 ახალგაზრდას იწვევენ ჯარში, აქედან მხოლოდ

22 000-მდე ახალგაზრდა ახერხებს სრულფასოვანი და ჯანმრთელი კონტროლის

გავლას. ქვეყანაში მამაკაცებისთვის სამხედრო სავალდებულო კონტროლი

ძირითადად ტარდება მხედველობასთან, ფსიქოლოგიასთან და ყურთა სმენასთან დაკავშირებით.


image



ამასთანავე თუ რაიმე ქრონიკული დაავდება ან კანზე სოკოვანი დაავადება აქვს

ვინმეს, მაშინ მას არ მოუწევს ჯარში წასვლა, მას ათავისუფლებენ სამუდამოდ

სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესრულებისგან.


image


ამ შემთხვევებიდან გამომდინარე ნორვეგიაში ჯარში წელიწადში მხოლოდ

7000-მდე მამაკაცი მიდის, ხოლო ყაზარმულზე 1000-მდე ქალბატონი.


image


ქალების და კაცების ყაზარმა იქნება ერთი და იგივე!


როგორც ცნობილია, ნორვეგიაში ამას წინათ დადგინდა კანონი, ფსევდონიმით

"unisex". ამ კანონის თანახმად მოხალისე ქალბატონებს, რომლებსაც სურდათ

სამხედრო სამსახურის შესრულება და სპეცრაზმის წევრობა, მათ მოუწიათ

მამაკაცებთან ერთად სრულიად რთული ვარჯიშები, მამაკაცების ყაზარმაში ძილი

და მამაკცების აბანოში დაბანვა...


მათ ბევრ სირთულესთან მოუწიათ ბრძოლა, მაგრამ მამაკაცების პატივისცემით და

დახმარებით ადვილად მოახერხეს ამ სირთულეების გადალახვა.


ესეც ასე, დღეიდან უკვე ნორვეგიაში ჯარში ქალების გამოძახება დაიწყო.

წარმატებებს ვუსურვებ!


ნახეთ ქალი სამხედროები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage















6
1695
16-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1695
  
2015, 19 აგვისტო, 12:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 13 ივლისი, 16:13
რა მაგარია, გენდერული თანასწორობა თუა ქალებიც უნდა გაიძახონ ჯარში, კაცებმა რა დავაშავეთ. განსაკუთრებით ის მომეწონა ერთად რომ იმსახურებენ
2015, 12 ივლისი, 0:00
შეტყობინებას ვერ ვკითხულობ
2015, 11 ივლისი, 17:42
რატომაც არა, გენდერული თანაწორობა :დ
2015, 11 ივლისი, 16:40
კი მარტალი ხარ და ჩემი აზრით სისულელეა ეს რაუნდა ქალს ჯარში? მითუმეტეს მამაკცების ყაზარმაში!
2015, 11 ივლისი, 16:39
იმედი მაქვს, საქართველო არ მიბაძავს ნორვეგიას და ჩვენთანაც სავალდებულო არ გახდება, ქალისთვის ჯარში წასვლა. სტატია კი ძალიან საინტერესოა.
0 1 6