x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
გავრცელდა ფოტო და ვიდეო კადრები, თუ როგორ გაანადგურეს აზერბაიჯანული სპეცრზმის "იაშმა" ერთერთი ჯგუფი

image აზერბაიჯანული სპეცრაზმის "იაშმას" მებრძოლების ჯგუფი ჯავშანმქანქანებით არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სოფელ ტაგავარდთან ჩასაფრებაში მოჰყვა და ორმხრივი სროლების შედეგად განადგურებულ იქნა, ფოტო და ვიდეო მასალაზე კარგად ჩანს შეტაკების ადგილი და განადგურებული აზერბაიჯანული ჯავშანმანქანები.
ვიდეოში ჩანს დამწვარი ჯავშანმანქანა, დაღუპული აზერბაიჯანელი მებრძოლის დამწვარი გვამი, სავარაუდოდ დესანტის და ეკიპაჟის წევრები მანქანაშივე ჩაიწვნენ, ასევე ჩანს სომეხი მებრძოლები, რომლებიც ტერიტორიას ათვალიერებენ გაქცეული სპეცრაზმელების მოსაძებნად.
გადაბრუმენულ ჯავშანმანქანაში ეკიპაჟის და დესანტის რაოდენობა, როგორც წესი 11 მებრძოლამდეა, გადარჩნენ თუ ადგილზე დაიღუპნენ მებრძოლები უცნობია.
სომხური მხარის განცხადებით სპეცრაზმელები აღნიშნული სოფლის გავლით მიემართებოდნენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ შუშისაკენ, რათა სტეფანაკერტიდან ოფიციალური ერევნის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისაკენ მიმავალი გზა ჩაეკეტათ.
სომხური მხარე ასევე, ახადებს, რომ განსაკუთრებით გააფთრებული ბრძოლები ამ ტერიტორიის სიახლოვეს მიმდინარეობს და მათი თქმით ყველაზე მეტი აზერბაიჯანელი მებრძოლი სწორედ ამ მიდამოებში დაიღუპა.

0
2166
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2166