x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ზემფირამ თბილისში კონცერტის დროს უკრაინის დროშა შემოიხვია ყელზე,რასაც უარყოფითი რეაქცია მოყვა რუსეთში-ვიდეო
imageზემფირას ჟესტს თბილისში გამოსვლის დროს, როგორც მოსალოდნელი იყო უარყოფითი რეაქცია მოყვა რუსეთში.


ცნობილმა როკ-მომღერალმა ზემფირამ თბილისში კონცერტის დროს სცენაზე უკრაინის დროშა ააფრიალა და შემდეგ ყელზე შემოიხვია.ეს მოხდა იმ დროს, როდესაც მომღერალი კომპოზიცია "Интересно, как ты там. Буду думать, что в порядке"-ს ასრულებდა.


ზემფირას ამ ჟესტით დაინტერესდა სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი.


მან თავის მიკრობლოკიდან Twitter-ის მომხმარებლებს მიმართა:"გთხოვთ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება თბილისში ზემფირას აქციის მიმართ, სადაც სიმღერის დროს იგი უკრაინის დროშას აფრიალებდა.ვინც წინააღმდეგია -რეტვიტი.ვინც მომხრეა-რჩეულებში."


image

წინააღმდეგია 3513, მომხრე 1470.როგორც ხედავთ რუსულ საზოგადოებაში უმეტესობას ზემფირას საქციელი არ მოწონს.

0
123
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0