x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რამდენი ჰქონდა ხელფასი სტალინს?

image


თითქოს აქამდე უკვე ყველაფრის შესახებ დაწერილა, ყველამ ყველაფერი იცის და რა შეიძლლება ახალი დაიწეროს? მიუხედავად ამისა ყოველთვის რჩება წვრილმანები, რომელთაც რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას.image

ყველამ იცის მაგალითად, რომ იოსებ ბესარიონის ძეს თამბაქო "ჰერცოგინია ფლორი" ყველა სხვა თამბაქოს ერჩივნა. როგორც ჩერჩილი წარმოუდგენელია სიგარის გარეშე ისევე წარმოუდგენელია სტალინი ჩიბუხის გარეშე. მე კი დამაინტერესა კითხვამ "რამდენი ჰქონდა ხელფასი სტალინს?", უფასოდ ხომ არ ხარჯავდა ის თავის დროსა და ენერგიას პარტიისა და ხალხის საკეთილდღეოდ... როგორც გაირკვა 1952 წელს სტალინის
ხელფასი შეადგენდა 10 000 რუბლს თვეში. ამ ხელფასიდან ის იხდიდა პარტიის
საწევროებს.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარდა ამ 10000 რუბლისა მას არ ჰქონდა არანაირი სხვა შემოსავალი. არც ნავთობკომპანიების აქციები, არც დეპოზიტები უცხოურ ბანკებში.
აი რატომ უყვარდა ხალხს სტალინი და მისი უბრალოების შესახებ ლეგენდებს
თხზავდა.
ხო მართლა, თუ ვინმემ იცის რამდენი იყო საშუალო ხელფასი 1952 წელს იქნებ დაწეროს. ეს უბრალოდ ინტერესის გულისთვის.imageimage

9
5667
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
5667
  
2016, 2 თებერვალი, 17:16
ტორნადო ძმა შენტრან არაფერი აქ დამპოსტავებს მივწერე შენ არა მეგობარო,აწებებენ ამ სტალინს ვითომ მართლმადიდებლობას მაგათ გამოვეხმაურე. სირცხვილია სად სტალინი და სად საერთოდ რელიგია.
2016, 21 იანვარი, 14:38
დავით ბოდიში მაგრამ ნამდვილად ვერ გავიგე მართლმადიდებლობაზე რატო ჩამოვარდა საუბარი... ჩემს სტატიაში ნამდვილად არ ყოფილა არც რელიგიაზე და არც სტალინის გამართლებაზე საუბარი, უბრალოდ დავწერე რამდენი ჰქონდა ხელფასი.
2016, 18 იანვარი, 15:28
http://www.opoccuu.com/wages. ესეც ბმული, საბჭოთა კავშირში ხელფასების ოდენობა, წლების მიხედვით.
2016, 18 იანვარი, 15:25
ამას ისიც უნდა დავუმატოთ რომ სტალინი ფულს ფაქტიურად არაფერში არ იხდიდა,იშვიათი გამონაკლისისი გარდა.უხსნია თურმე ,ხო არ დავემხოთ პირქვე?! სანამ ფაშისტური გერმანია საბჭოტა კავშირს თავს დაესხმებოდა,მანამდე მშვენივრად თანამშრომლობდა ყველა სფეროში,მათ შორის ევროპის გაყოფის სფეროშიც,თავს რო დაესხა იძულებული გახდა ეომა. სტალინი და რუსი ერი ყოფილან თურმე მესიები,საზიზღარი რუსული პროპაგანდა, ბარემ მარგალიტიშვილის ფილმი დაგედო ,რუსეთს ეყოლება მეფე რომელიც იხსნის მსოფლიო ცივილიზაციას,სატანისტური დასავლეთი რუსეთის მეფის შიშით იკანკალებსო,საწყალმა რუსმა ერმა როგორ იტვირთა უმძიმესი ტვირთი,რათა იხსნას მართლმადიდებლური ქვეყნები სატანიზმისაგან და გადაარჩინოს მსოფლიო.
2016, 18 იანვარი, 15:03
თქვენნაირი ვაი მართლმადიდებლები უტეხავენ სახელს სხვებს,რას აწებებთ ამ სტალინს მართლამდიდებლობასთან?! ხალხის დახვრეტა რეპრესიები და წამება მართლამადიდებლურია?! არ გამომიყვანეს აქ მესია?! სულ ჰუმანური მიზნებიტ იხსნა რა ფაშიზმისაგან,უკრაინაში ხალხი შიმშილით რო კვდებოდა და საკუთარ ოჯახის წევრებს ჭამდნენ გაწამებული ხალხი სტალინის წაყალობით,ეგ თქვენი მესია ჰიტლერს უგზავნიდა ხორბალს,ფქვილს და სხვა პროდუქტებს, და კიდევ ეგ ხელფასი სულაც არ იყო ცოტა მაგ დროისათვის, 1933-1953 წლებში საშუალო ხელფასი მერყეობდა 102 მანეთიდან 719 მანეთამდე სტალინის სიკვდილის დროს 719 მანეთი იყო საშუალო ხელფასი,ფულის გაუფასურების გამო,რაც დოლარებში შეადგენდა 169 დოლარს დაახლოებით,მინიმალური ხელფასი კი 158 მანეთი იყო ასე რომ 10 000 მანეთი საკმაოდ მაღალი ხელფასი იყო ,სახელმწიფო მოხელისთვის.
2015, 26 აგვისტო, 13:16
სტალინმა არამარტო ფაშიზმისგან, არამედ კაცობრიობა იხსნა მასონების ექსპერიმენტებისაგან
თუ არა სტალინი მაშინდელი მრავალეროვანი რუსეთისაგან (მაშინ საქართველოც ხომ რუსეთის ნაწილად მიიჩნეოდა) არცერთი ერი არ გადარჩებოდა!!
2015, 24 ივნისი, 15:12
ტ ი ტ ა ნ ე ბ ი
სტალინი ტირანი იყო- მაგრამ, თუ არა მსოფლიო, ევროპა მინც
იხსნა ფაშიზმისაგან და ზოგადათ, გადაარჩინა მართმადიდებლობა”
*
( იყო ძაგება უსაზომო, ხოლო მანამდე,
ქება-დიდება უდიდესი, უმაღლეს ძალის,
იყო, არ იყოო? ტრიბუნებთან, ფაშისტურ დროშებს,
ფეხქვეშ უფენდნენ, ამხანაგ სტალინს.)

ზარაფხანებში, მათ სახელზე, ფულებსაც სჭრიდნენ,
მათი სახელით კაცს კი არა, ხალხებს ხოცავდნენ,
მათი სახელის ხსენებაზე, თავებსა ხრიდნენ,
ხოტბას ასხამდნენ, ზეციური შუქით მოსავდნენ.

მათ სურვილთ შეაჯახეს კინაღამ მთები,
მდინარეების შეეცადნენ აღმა ტარებას,
მსოფლიოს მთელი კიდეგანი, მოფინეს მკვდრებით,
არად უღირდათ, თვით სამყაროს გარდაცვალება.

. . . სიკვდილის შემდეგ, ზოგს მანამდეც, თუმც თავიც მოსჭრეს,
სხვა თაობები, ვერ გაექცნენ მათ სიჩაუქეს,
საფლავმოთხრილებს, სიკეთის და სიავის მომქმედთ,
შარაგზებზე და მოედნებზე ძეგლი დაუდგეს.

ვინ, ვინ არიან?! -სამართალი რა სათქმელია.
ან ვინ ამოხსნას ამოცანა-- რატომ და რისთვის,
მაგრამ სამყაროს ძილ-ბურანი თუ მოერია,
თუნდ უსამართლო, საჭიროა რაღაცა ბიძგი
. . . .
უსუსურობა მომერევა, როცა ძალიან,
ცოდვას გავამხელ, მსგავსთა ნახვა მეც მიხარია.
* /აგვისტო 2008წ.
/ გორში, სტალინის ძეგლის დემონტაჟი
მოხდა/
2015, 23 ივნისი, 13:06
რა პრემიები და დანამატები :)
2015, 23 ივნისი, 8:54
მარტო ხელფასია? პრემიები, დანამატები სად არის?
0 1 9