x
image
beko777
გურულების საღამო სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად
image19 ივნისის საღამოს, კლუბ „ტრიუმფში“ დიდი ხნით ადრე დაგეგმილი „გურულების საღამო“ გაიმართა, რომელსაც ფორმატი მომენტალურად შეეცვალა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და ის, სხვა ბევრი საღამოს მსგავსად საქველმოქმდედო ფორმატში წარიმართა.
როგორც ორგანიზატორებმა ჩვენს ჟურნალისტთან საუბარში განაცხადეს, ღონისძიების მეორე დღესვე ისინი დაზარალებულთა დახმარების ფონდში შეგროვილ თანხას გადარიცხავენ და სასტუმროში განთავსებულ დროებით უსახლკაროებს, საკვებ და სხვა საჭირო აუცილებელ დახმარებას მიუტანდნენ.


რაც შეეხება „გურულების საღამოდ“ მონათლულ ამ მართლაც შესანიშნავ ღონისძიებას უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, რომელთაგანაც რამდენიმე მათგანი „საპატიო გურულის“ წოდებით და სპეციალური ჯილდოებით დააჯილდოვეს, მათ შორის იყვნენ - გიზო ჟორდანია, ლეო ანთაძე, ნოდარ მგალობლიშვილი და ბაადურ წულაძე.
საღამოს რამდენიმე წამყვანი ყავდა - ნუგზარ კვაშალი, ირმა სოხაძე, ლაშა რამიშვილი, - ისინი ერთმანეთის მონაცვლეობით წარადგენდნენ სტუმრებს საზოგადოების წინაშე.
სტუმართა შორის იყო განახლებული ანსამბლი „ალილო“, რომელსაც 2 ახალი წევრი შემოემატა (ბიჭებმა ისეთი მრავალჟამიერი შემოსძახეს, რომ დარბაზმა აყოლისგან თავი ვერ შეიკავა), თავისი კოლორიტობით ცნობილი ვაჟა აზარაშვილი არ დაზარებია სტუმრებს და ორიგინალში შეუსრულა თავისი ერთ-ერთი ჰიტი, ბოლოს იხუმრა კიდეც - ჩემი ხმის პატრონი ლასკალაში როგორ არ უნდა მღეროდესო...


ავთო ცქვიტინიძე, ზურა ვადაჭკორია, ნანა ცინცაძე, ვახო ტატიშვილი, ბიძინა მახარაძე, ვატო კახიძე და სხვები, ერთნაირად ცდილობდნენ სევდიანი ფონი იუმორით და პოზიტივით შეევსოთ.


„გურულების საღამო“ რომელიც სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით და პატივის მიგებით დაიწყო, საათნახევარში დამთავრდა, გურულებისთვის ოდნავ შეუფერებელი სევდის ფონზე, მაგრამ მაინც იუმორით, ღიმილით და მომავლის იმედით.



imageimageimageimageimageimageimage








0
616
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
616
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0