x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საინტერესო ინფორმაცია მხედველობასთან დაკავშირებით
მენცირებემა დადაგნიეს, რომ კითხვისას ადამიანის თვალი ისეა მოწყობილი, რომ მთავარია სიტყვებში პირველი და ბოლო ასო იყოს თავის ადგილზე, ხოლო დანარჩენი ასოები თუნდაც არეული, სიტყვას მაინც სწორად წაიკითხავ! არ გჯერათ, გადახედეთ ამ წინადადების პირველ სიტყვებს!


image


თვალის ბადურა შედგება, დაახლოებით, 130 მილიონი სინათლისადმი
მგრძნობიარე უჯრედისაგან. ზოგი უჯრედის გამონაზარდი წვრილია და მათ
ჩხირებს უწოდებენ, ზოგისა კი – გამსხვილებული და მათ კოლბები ეწოდება.
ჩხირები ძალზე მგრძნობიარეა სინათლის მიმართ, მაგრამ არ აღიქვამენ
ფერებს, მწვანესა და ლურჯის გარდა. კოლბები კი პირიქით, მგრძნობიარენი
არიან ფერადი სხივების მიმართ, მაგრამ წყვეტენ ფუნქციონირებას
სიბნელეში. ამიტომაა, რომ დაბნელებისთანავე ჩვენი მხედველობა
სუსტდება და ყველაფერს აღვიქვამთ მოლურჯო და მონაცრისფრო-მომწვანო
ფერებში.


image



მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის მეხსიერების 80%-ს შეადგენს ის
ინფორმაცია, რომელიც მას თვალით აქვს დაფიქსირებული.
თვალის გუგა წარმოადგენს ხვრელს თვალის ფერად გარსში, რომლის
საშუალებითაც თვალში შედის სინათლის სხივი. სიბნელეში გუგა
ფართოვდება, ხოლო სინათლეში კი – ვიწროვდება. სამგანზომილებიანი
ფილმის ეფექტი მიიღწევა ორი ერთნაირი კადრის (განსხვავებაა მხოლოდ
ფერებში, ერთი მწვანეა, ხოლო მეორე – წითელი) ერთმანეთზე დადებით.
სათვალეს, რომელსაც ასეთი ფილმის ყურებისას ვხმარობთ, ერთი მწვანე და
ერთი წითელი მინა აქვს. ამ დროს ერთი თვალი ხედავს მხოლოდ წითელ
გამოსახულებას, ხოლო მეორე – მხოლოდ მწვანეს.


image


ადამიანი თვალს 10 წამში ერთხელ ან ორჯერ ახამხამებს. თითოეული
დახამხამება გრძელდება წამის მესამედს. აქედან გამომდინარე, 12-საათიანი
დღის განმავლობაში თვალებს 25 წუთი ვახამხამებთ. ახალშობილები ექვს
თვემდე საერთოდ არ ახამხამებენ თვალს.
ტირილის დროს ცრემლი ცხვირ-ცრემლის არხის საშუალებით ცხვირის ღრუში
გადადის.


image


სტაფილოს ჭამა გვეხმარება უკეთ დავინახოთ სიბნელეში. ვიტამინი,
რომელიც უხვადაა სტაფილოში, ბადურაში არსებულ ჩხირებს ეფექტურობას
მატებს.
ადამიანის თვალს 10 მილიონი ელფერის დანახვა შეუზლია, თუმცა,
მწერებისგან განსხვავებით, ჩვენ ვერ ვხედავთ ულტრაიისფერს.


image

0
953
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
953
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0