x
7 საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგში დედოფლისწყაროდან..

imageსაქართველოს ჩემპიონატზე კიკბოქსინგში დედოფლისწყაროს სპორტულმა კლუბმა „ჩემპიონმა“ (ხელმძღვანელი თამაზ ყარაგვეზაშვილი) წელსაც წარმატებულად იასპარეზა და 7 ჩემპიონის ტიტულითა და ერთი მე-2 საპრიზო ადგილით დაბრუნდა.
საქართველოს 22-ე ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა საქართველოს ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით, მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა რეგიონის სპორტულმა კლუბმა და გუნდებმა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფების კიკბოქსინგელებით.
დედოფლისწყაროელმა სპორტსმენებმა ყველა ღონე იხმარეს და თავი არ დაზოგეს წარმატების მოსაპოვებლად.
ჩემპიონები გახდნენ: ლაშა ლეკაშვილი 42 კგ, თორნიკე ლეკაშვილი 45 კგ; ნიკა ფოროსმანაშვილი 60კგ; ლევან წიკლაური 57 კგ; შალვა ხოსიტაშვილი 71 კგ; მინდია არაბული 71 კგ (ტაილანდური კრივი) მარიამ კუპრიენკო 54 კგ. მეორე ადგილი: შალვა მოსაშვილი.
აღსაღნიშნავია რომ 22-ე ჩემპიონატის საუკეთესო სპოეტსმენად დასახელდა დედოფლისწყაროელი კიკბოქსინგელი ვაჟთა შორის ლევან წიკლაური, ხოლო გოგონათა შორის მარიამ კუპრიენკო. ორივე დაჯილდოვდა პრიზებით. ლევან წიკლაური ასევე დასახელდა საუკეთესოდ, ყველაზე ტექნიკური ბრძოლისთვის.
„სასიხარულოა, რომ აღნიშნულ ჩემპიონატზე დედოფლისწყაროს სახელი განსაკუთრებით ამაყად ჟღერდა.
საქართველოს ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა ჯავახიამ დედოფლისწყაროს გუნდი „ჩემპიონი“ საქართველოს ლიდერ გუნდად დაასახელა, ეს კი ნამდვილად საამაყოა, “ – განუცხადა ქიზიყი.ge-ს თამაზ ყარაგვეზაშვილმა.
შეჯიბრი მიმდინარეობდა ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს პარტრონაჟით. /ქიზიყი.ge/

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0