x
ქართველი კიკბოქსინგელების კიდევ ერთი გამარჯვება პროფესიონალურ რინგზე
image

12 სექტემბერს ქ. ბაქოში გამართულ პროფესიონალურ ჩემპიონატზე ტაილანდურ კრივში, რომელიც აზერბაიჯანის თავისუფალი ორთაბრძოლების ფედერაცის და აზერბაიჯანის ტაილანდური კრივის ფედერაცის ორგანიზებით ტარდებოდა საქართველოს სახელით ასპარეზობდა ორი სპორტსმენი, ნოდარ ცხოვრებაძე და არსენ ყარაგვეზაშვილი (მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი).

"რინგის მეფე" ასე ეწოდებოდა აღნიშნულ ტურნირს.

საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლებში ქართველმა მებრძლებმა გამოავლინეს მაქსიმალური შესაძლებლობები და აჩვენეს მაღალი სპორტული კლასი, დაიმსახურეს მსაჯთა კოლეგიის მოწონება და მიიღეს არაერთი მოწვევა მომავალში გასამართ სპორტულ ღონისძიებებზე.



2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა არსენ ყარაგვეზაშვილმა, რომელიც მსახურობს შსს სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოში
ამავდროულად არის საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ფედერაციის ნაკრების წევრი ორთაბრძოლა გამართა 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში და დაუპირისპირდა აზერბაიჯანელ, მრავალი ტიტულის მფლობელ ტურალ ბაირამოვს. არსენმა მოახერხა ტექნიკური ნოკაუტით დაემარცხებინა მეტოქე და ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.

image

ასევე საქართველოს სახელს იცავდა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული ნოდარ ცხოვრებაძე. ნოდარი მსახურობს შსს ქვემო ქართლის პოლიციის რუსთავის საქალაქო სამმართველოში. ის 75 კგ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდა ირანელ საკმაოდ გამოცდილ მოწინააღმდეგეს, მაგრამ ნოდარმა გამოავლინა მაღალი სპორტული ოსტატობა და

მეტოქე პირველსავე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მოიპოვა საჩემპიონო ქამარი.

image

ტურნირზე სპორტსმენების საუკეთესო მომზადებისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვეს შსს სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) თანამშრომელი თამაზ ყარაგვეზაშვილი.


ბიჭებმა კიდევ ერთხელ ასახელეს საქართველო და საერთაშორისო სარბიელზე ააჟღერეს ეროვნული ჰიმნი!

imageimage

ჩემპიონატზე სპორტსმენები მონაწილეობას ღებულობდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის დაფინანსებით.

0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0