x
ნოდარ ცხოვრებაძე - ძლიერი საქართველოსთვის!

ნოდარ ცხოვრებაძე- ქართული კიკბოქსინგის ლეგენდა. მაგალითი იმისა თუ რა შეუძლია ადამიანს იმ შემთხვევაში როცა ისახავს მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად გადის ურთულეს გზას, გზას რომელსაც მივყავართ უმაღლესი მწვერვალისკენ..

image
“სუსტი, ბავშვური ორგანიზმიდან თავისი სხეული გარდაქმნა ფიზიკურად სრულყოფილ და უძლიერეს სპორტსმენად. მის საოცრად ლამაზ სტილზე და ძლიერ დარტყმებზე ტელევიზიით ხშირად საუბრობენ. მრავალგზის საქართველოს ჩემპიონია კიკ-ბოქსინგში, საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებულია მრავალ ქვეყანაში. ჩატარებული აქვს სარეიტინგო ბრძოლები პროფესიონალურ კრივში. ახლა ნოდარი კიკ-ბოქსინგში კ-1 წესებით საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად მოიხსენება. მან შრომისმოყვარეობით და ნებისყოფით უამრავ ახალგაზრდას საუკეთესო მაგალითი უჩვენა” - ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ ასე ახასიათებდა მისი მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი ჟურნალისტ ილია მარტყოფლიშვილთან მიცემულ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ნოდარს, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია დაკავებული ორთაბრძოლების ამ სახეობით და მიაღწია ისეთ წარმატებებს როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო პროექტ “კიკბოქსინგი K-1”-ს ჩემპიონობა, ასევე მიპოვა პროფესიონალური ქამარი ტაილანდურ კრივში, გახდა სართაშორისო პროფესიონალური ჩემპიონატის სერიის “THE STORY”-ს გამარჯვებული..

image
ნოდარი დღემდე არ თმობს პირველობას როგორც კიკბოქსინგში ასევე პროფესიონალურ კრივში სადაც მან მოკლე პერიოდში არაერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა და კვლავაც არ წყვეტს ბრძოლას მომავალში მსოფლიო სარბიელზე სპორტული მწვერვალების დასაპყრობად.

საამაყოა როდესაც ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს საერთაშორისო სარბიელზე, ასეთი ადამიანები იცავენ!imageimage


0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0