x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორი სათვალეა 2015 წელს ყველაზე ტენდენციური და რის მიხედვით შევარჩიოთ იგი?
ზაფხული ხომ წელიწადის დროა, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივნისი), შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე (23 სექტემბერი) გრძელდება. ჩვეულებრივ ზაფხულს უწოდებენ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია.
ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება. მწიფდება ხილი, ივსება თავთავი და გარდა ამისა ჩვენთვის, ყველსთვის ასე ნანატრი ზღვის სეზონი დგება, რომელსაც ცივი და სასტიკი ზამთრის შემდეგ სულმოუთმენლად ველით. ისიც ცხადია, რომ ამინდი გარკვეულ როლს თამაშობს ადამიანის ბუნება-განწყობაზე, ამიტომ უმეტესობას სწორედ რომ ზაფხული უყვარს და ენატრება თავისი ცოცხალი ბუნებით, ფრინველთა სიმრავლითა თუ მცხუნვარე მზით, რომელიც დაუშურებლად აფრქვევს სხივებს დედამიწაზე.


მაშასადამე, დაგვიდგა ზაფხული და დიდი სიხარულია, თუმცა საფიქრებელი და სადარდებელიც ამავდროულად, ვინაიდან გვიჩნდება ახალი თავსატეხი თუ როგორი სამოსი მოვირგოთ ახალ სეზონზე ისე, რომ არ ჩამოვრჩეთ მოდასა და ტენდენციებს. როგორც ყოველთვის კი ჯინსი ერთ-ერთი უცვლელია მოდის სიახლეებში, რომელიც არასოდეს გადადის; ტყავის ელემენტებით გაფორმებული ე.წ. "ელასტიკები" თუ მაისურები და პიჯაკები; მუხლამდე ფერადი ქვედაბოლოები და კოპლებიანი თუ ჭრელი პერანგები, რომლებიც ზაფხულის დღეებს უფრო გილამაზებთ; კედები, მაღალძირიანი ფერადი ესპადრელები და ღია "ბასანოჩკებმაც" დაგამშვენათ და თუ აქსესუარებიც შეარჩიეთ, არ გეგონოთ, რომ ყველა პრობლემა გადაჭერით, ვინაიდან ჯერი დადგა სათვალეზე, რომელიც მზისგან ან რაიმე სახის გამოსხივებისაგან დამცავი საშუალებაა და მისი ისტორია იწყება XII საუკუნიდან, ხოლო წინამორბედი გავრცელებული იყო ჩინეთში და მხოლოდ მოსამართლეები იყენებდნენ, დროთა განმავლობაში ამ უკანასკნელმა შეიძინა მრავალი დანიშნულება- სხვადასხვა სახის სათვალეს იყენებენ მედიცინაში, მრეწველობაში და უკანასკნელ ხანებში იქცა მოდურ აქსესუარადაც, რომელიც ზაფხულის ერთადერთი განუყოფელი და აუცილებელია (და არამარტო ზაფხულის). ერთი სიტყვით კი, თუ ვერ გადაგიწყვეტიათ როგორი სათვალე შეიძინოთ, რათა არ შეხვიდეთ შეცდომაში და არ ჩამორჩეთ მოდას, სწორედ დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 2015 წლის ყველაზე მოდურ და ტენდენციურ სათვალეებს და სტატია აუცილებლად დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში.


image


ხოლო, სანამ სტატიის უმთავრეს თემაზე გადავიდოდე, მინდა მეტად აუცილებელი და გასათვალისწინებელი ინფორმაციაც მოგაწოდოთ სათვალის შესახებ. "მზის მკვეთრი სინათლისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან მხოლოდ სწორად შერჩეული სათვალე დაგვიცავს. ექიმები გვირჩევენ, სერიოზულად მოვეკიდოთ მის არჩევას, რადგან იაფფასიანი და უხარისხო სათვალის შეძენით შესაძლოა ხელი შევუწყოთ ბადურას დისტროფიის ან კატარაქტის განვითარებას. მზის სათვალე სწორად რომ შევარჩიოთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ჩარჩოს ხარისხი, ლინზების გამუქება და მათი ფერი. სათვალის ჩარჩო, პირველ რიგში, უნდა იყოს მოხერხებული და მჭიდროდ ჯდებოდეს ცხვირის ფუძესა და ყურებზე. მოზომვისას ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ გაჭერთ ის ცხვირის ფუძესა და საფეთქლებზე, რადგან მცირედმა დისკომფორტმაც კი შეიძლება თავის მუდმივი ტკივილი გამოიწვიოს. ოპტიკის მაღაზია-სალონები დღეს მოდელების ფართო არჩევანს გვთავაზობენ. ლითონის ჩარჩოები, ტრადიციისამებრ, უფრო საიმედოდ მიიჩნევა. ხარისხიანი მოდელები დამზადებულია მსუბუქი შენადნობებისგან და აქვს ჰიპოალერგიული საფარი. პლასტიკის ჩარჩოები ისეთი საიმედო და გამძლე არ არის, მაგრამ მსუბუქია. შესაძლებელია მათი რეგულირება შიგნით ჩადგმული ლითონის ღეროს საშუალებით.



გარდა ჩარჩოსი, დიდი მნიშვნელობა აქვს ლინზების ხარისხს. გატარებული მზის სხივის რაოდენობა ლინზის სისქესა და მასალაზეა დამოკიდებული. მინის ლინზები უფრო გამჭვირვალეა, მაგრამ სიმყიფის გამო თვალს საფრთხეს უქადის. აშშ-ში, მაგალითად, სამედიცინო დაზღვევა არ ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯს, თუ ადამიანმა თვალი ლინზის ნამსხვრევით დაიზიანა, ხოლო უნგრეთში ბავშვის სათვალეებისთვის მინის ლინზების გამოყენება აკრძალულია, ამიტომ თანამედროვე მზის სათვალეების უმეტესობა მთლიანად პლასტიკისგანაა დამზადებული. ის გაცილებით მსუბუქი და ნაკლებტრავმულია, თუმცა უფრო ადვილად იფხაჭნება. გაითვალისწინეთ, სათვალემ მზისგან უნდა დაიცვას არა მარტო თვალები, არამედ მათ ირგვლივ არსებული მგრძნობიარე კანიც. პატარალინზებიანი სათვალის შეძენას ექიმები არ გვირჩევენ - ასეთი მოდელები მხოლოდ ულტრაიისფერ სხივებს კი არ ატარებს ღია უბანზე, არამედ მხედველობის არესაც ზღუდავს, ეს კი ზედმეტად ტვირთავს ბადურას და ღლის თვალს.


ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ლინზებისთვის საუკეთესო ფერებია მწვანე, რუხი და ყავისფერი. მწვანე ადუნებს თვალს და ამშვიდებს ნერვებს. ასეთი ლინზები სასარგებლოა მათთვის, ვისაც გლაუკომის საწყისი სტადია აქვს. რუხი მინიმალურად ცვლის ფერებს, ხოლო ყავისფერი ხსნის დაღლილობას და აუმჯობესებს ხილვადობას მკვეთრი სინათლისა და ათინათის პირობებში. მხედველობისთვის ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა ლურჯი და იისფერი ლინზები. ეს ფერები გუგების გაფართოებას ასტიმულირებს, რის გამოც თვალი გამოსხივების უფრო დიდ დოზას იღებს. ექიმები არც წითელ, ყვითელ და სტაფილოსფერ მინებს გვირჩევენ - მათ შესაძლოა გაღიზიანება და თვალის წნევის მატებაც კი გამოიწვიონ".


ისღა დამრჩენია- გისურვოთ ლამაზი, დაუვიწყარი ზაფხული და სათვალეების ფოტოკრებულით დროებით დაგემშვიდობოთ.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

2
684
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
684
  
2015, 7 ივნისი, 10:54
გაიხარე ალექს, არაჩანდამ დაგასწრო გაზიარება, მადლობა დიდი ;)
2015, 7 ივნისი, 10:43
არ მაზიარებინებთ შეთავაზება უკვე მიღებულიაო, მაგარი სტატიააა ბრავო
0 1 2