x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
არ ვიცი არასამთავროები და ცხოველთა უფლებების დამცველები რას იზამენ, რადგან აბეზარი კოღო მაინც მოვკალი

image არასამთავრობო ორგანიზაციები და
ცხოველთა უფლებების დამცველები, ცხოველების და მწერების უფლებებს უფრო იცავენ ვიდრე ადამიანებისას ხშირ შემთხვევაში.
მგელმა საქონელი რომ დაგიგლიჯოს, ჯერ ხელისუფლებას უნდა შეატყობინო და მგლის მოკვლის ნებართვას თუ ეღირსე, მაშინაც ფრთხილად უნდა იყო რადგან ასეთ პირობას გიყენებენ-მგელი აუცილებლად ფაქტზე უნდა გამოიჭირო ანუ მხოლოდ მაშინ უნდა მოკლა როცა შენს ძროხას, კამეჩს, ცხენს, თხას, ცხვარს ან ღორს რომ მიირთმევს.
სხვა შემთხვევაში კანონდარღვევაა და იმხელა ჯარიმას გამოგიწერენ, თავადვე იტყვი: მეტი პირუტყვი შეეჭამა იმ "ოხერ" მგელს და ხელი არ მეხლოო.
ბარში ჩამოსული მგელი საშიშია არა მარტო პირუტყვისათვის არამედ ადამიანებისათვისაც, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ მგელი ცოფის გადამტანიცაა და არაერთი ფაქტიც მოხდა, როცა მგლის მიერ დაგლეჯილ შინაურ პირუტყვს ცოფი აღმოაჩნდა დაკბენის შედეგად.
თუმცა მგელზე სულაც არ ვაპირებდი საუბარს, რომ არა ერთი ფაქტი–თევზაობიდან მობრუნებულს სოფელ ერგეტაში მგელი შემომეფეთა, საბედნიეროდ მანქანით ვიყავი და საშიშროებაც არ მემუქრებოდა. პირველივე მოსახლეს ვუთხარი აქვე შორიახლოს მგელი ვნახე და მონადირეები გეყოლებათ სოფელში და მოკლავენ მეთქი.
გაეცინა იმ კაცს სიმწრის სიცილით და ასე მიპასუხა: სანამ ცენტრიდან არ მოვა ნებართვა, არ მოვლენ მონადირეები და ჟურნალისტები მგლისათვის ხელის ხლებას აბა ვინ გაბედავსო.
დავფიქრდი ამაზე და დავასკვენი–მართალი იყო ის პატიოსანი კაცი.
სახლში ცუდ ხასიათზე დავბრუნდი და რადგან უკვე გვიანიც იყო დავწექი და დაძინება გადავწყვიტე, კიდევ კარგი პატარას მშვიდად ეძინა და წესით დაღლილს მეც მალე უნდა დამძინებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, სად იყო და სად არა მოიერიშე თუ დამრტყმელი ვერტმფრენივით მოზუზუნე კოღომ არ მომასვენა, ბავშვის გამო მწერების საწინააღმდეგო საშუალებას ვერ გამოვიყენებდი, რა უნდა მექნა ვითმინე, ვითმინე მაგრამ ისე შემაწუხა და მომაბეზრა თავი მზად ვიყავი თოფით მომეკლა.
ავანთე შუქი და დავუწყე დევნა, მაგრამ როგორ გინდა საკმაოდ მოზრდილ ოთახში კოღო მოკლა. როგორც იქნა მივიმწყვდიე კუთხეში და "ვლეწე" მთელი ძალით, "ვლეწე" და "გავუშვი წინაპრებთან".
კოღო კი მოვიშორე, მაგრამ უკვე გაღიზიანებულს არ დამეძინა.
ახლა კი იმაზე ვფიქრობ ამ ისტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციები და ცხოველთა უფლებების დამცველები რას იზამენ, იმედია ასეთი "სათნო" და "უწყინარი" მწერის მოკვლის გამო უწყება არ მომივა საგამოძიებო უწყებიდან.

10
157
22-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
157
  
2015, 8 ივნისი, 22:20
გმადლობთ თაკო
2015, 8 ივნისი, 17:15
კარგი იყო კარგად ვიხალისე:))
2015, 8 ივნისი, 17:15
აგერ ვარ ცხოველთა დამცველი, მაგრამ ამ შემთხვევაში ავტორს დავინდობ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე:))
2015, 6 ივნისი, 11:47
"ფული" დევს ამ საქმეში, აბა კოიოტებს ნორმალური შემოიყვანდა საქართველოში?!
2015, 6 ივნისი, 11:43
,ელე ტარაკანების და ვირთხების დამცველებიც გამოჩნდებიან
2015, 6 ივნისი, 11:43
))))))))))))))
2015, 5 ივნისი, 21:03
კი ნამდვილად შობელძაღლი რამეა :)))
2015, 5 ივნისი, 21:02
რა მურტალი მწერია, რა პატარაა და რა საზიზღარი. :))
2015, 5 ივნისი, 21:00
რგორ არის უწყინარი მწერი როცა თავს ვეტმფრენივით დაგტრიალებდა :D:D:D გაიხარე კარგად ვიხალისე :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10