x
image
beko777
განო მელითაური: - გთხოვთ შეწყვიტოთ თანხების გადმორიცხვა!

imageკოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური მიუხედავად იმისა, რომ ალბათ საკუთარი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში იმყოფება საზოგადოებას მაინც თხოვნით მიმართავს. - როგორც ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, - ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია, რადგან მის ანგარიშზე თანხები პერიოდულად ირიცხება. მსახიობის მეუღლე საზოგადოებას დიდ მადლობას უხდის და გულწრფელად სთხოვს, რომ შეწყვიტონ მისი ოჯახის ფინანსური დახმარება. რადგან მასზე უფრო გაჭირვებულებიც არსებობენ, თუნდაც ბავშვები:


- მართლა უკანასკნელ ძალებს ვიკრებ, რომ ეს სიტყვები თქვენამდე მოვიტანო. გამიხარდება თუ ბოლომდე წაიკითხავთ და პოზაში არ ჩამომართმევთ.
ჩემი და კოტეს არაჩვეულებრივი მეგობრების, კეთილი სურვილების და ინიციატივების შედეგად მომივიდა ხმები, რომ აქ გავრცელდა ჩემი ანგარიშის ნომერი. დილიდან მომდის სმს-ები – თქვენ ჩაგერიცხათ N – თანხა.
თუ ოდნავ მაინც გული შეგტკივათ ჩემს სიტუაციაზე, ფიზიკურ პირებს გეხებათ განსაკუთრებით, გთხოვთ, შეწყვიტოთ თანხების გადმორიცხვა, რადგან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ.
გასაგებია, ჩვენი ფინანსური პრობლემები, ბინის სესხი და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ, ჩემო მეგობრებო, უცნობებო, ნაცნობებო, საერთოდ არ ხართ ვალდებულები თუნდაც ის 5 ლარი მოიკლოთ.
imageმართლა მთელი არსებით ვაფასებ თქვენს თანადგომას, გაღებას და გულისტკივილს. თუმცა იგივე თანხები სხვა ჩემზე გაჭირვებულ თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს შეგვიძლია გადავურიცხოთ.
მე მართლა მაქვს იმედი, რომ გამოჩნდებიან კომპანიები, განსაკუთრებით ბანკი, რომლის სესხიც მაქვს ამჟამად, ისინი თითოეულ თქვენთაგანზე მეტად არიან ფინანსურად მყარად და შეუძლიათ ჩემი ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოყვანა.
უღრმესი მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პირველმა გამოიჩინა ინიციატივა და ამხელა თანადგომა გამომიცხადა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მან ჩემი პირველი ფილმის პროექტიც დააფინანსა.
უღრმესი მადლობა ბატონ დავით ნარმანიას და თბილისის მერიას, ასევე კულტურის სამინისტროს. მიყვარხართ ყველა და ძალიან დიდი ბოდიში, რომ ამ აურაცხელ წერილებს ვერ ვპასუხობ.
არ განვეკუთვნებით არც მე და არც კოტე იმ ადამიანების რიცხვს ვისაც ხალხის ამხელა სიყვარული გააღიზიანებს ამ საშინელ წუთებშიც კი.
მინდა იცოდეთ, რომ მე ვიგრძენი თოთოეული თქვენგანის თანამონაწილეობა, გულწრფელობა და დადებითი ემოცია, რომელიც მე ვერ გადამარჩენს, მაგრამ გადამაგოირებინებს იმ აუტანელ პერიოდს, სანამ უზენაესი გადაწყვეტს კოტეს სამუდამოდ შემახვედროს…”წერს საკუთარ გვერდზე განო.

0
1072
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
1072
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0