x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ელ ტოტუმო"–ვულკანური წარმოშობის მთის კონუსში ტალახის აბაზანა, ძალზე პოპულარული ადგილი ტურისტებისათვის.

image "ელ ტოტუმო"–ვულკანური წარმოშობის მთის კონუსში ტალახის აბაზანა, ძალზე პოპულარული ადგილი ტურისტებისათვის.
"ელ ტოტუმო" კოლუმბიის ჩრდილოეთ ნაწილში ქალაქ სანტ კატალინასთანაა. ვულკანური წარმოშობის 15 მეტრიანი მთის კონუსი ავსებულია ბუნებრივი წარმოშობის სქელი კრემის კონსისტენციის ტალახით.
მთაზე ადის სპეციალურად გაკეთებული ხის კიბე, რომელიც კრატერის ყელთან მთავრდება მცირე პლატფორმით.
ამ ადგილს ტურისტები არ აკლია, რომლებიც აქ ჩამოდიან რათა ტალახის აბაზანები მიიღონ. მართალია ტალახის შემადგენლობა ლაბორატორიულად არავის გამოუკვლევია, მაგრამ ადგილობრივებიც და ტურისტებიც თვლიან, რომ ტალახს გააჩნია სამკურნალო თვისებები. კრატერის სიღრმე იმდენად ღრმაა, რომ მისი გაზომვა არავის უცდია, მიუხედავად ამისა ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა ვინმე დამხრჩვალიყო კრატერის აბაზანაში, რადგან ტალახი იმდენად სქელია ადამიანი არ იძირება.
ტალახში ბანაობის მერე ტურისტები ჩამოდიან ტალახით დასვრილ კიბეზე, სადაც უყურადღებობის შემთხვევაში ადვილად შეიძლება დაცურდეთ და მიდიან ახლოს მდებარე ტბაზე და იქ სუფთა წყალში ბანაობით იშორებენ ტალახის სქელ ფენას.
სწორედ ტბაზე ელოდება "საფრთხე" ტურისტებს, რადგან ადგილობრივი გოგონები ეგრევე "ეტაკებიან" ტურისტს, ხდიან მთელ ტანსაცმელს და იწყებენ ტურისტის დაბანას, უკეთებენ მასაჟს და ურეცხავენ ტალახით დასვრილ ტანსაცმელს, თან ტურისტის პროტესტსაც აიგნორირებენ. ამის მერე კი იწყება ცივი წყლის გადავლების პროცედურა, ტურისტს რამდენიმე ვედრო ცივ წყალს გადაავლებენ ხოლმე თავზე. ბოლოს კი როცა დამთავრდება მთელი ეს პროცესი ტანსაცმელს უბრუნებენ პატრონს და მისგან მოითხოვენ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდას.
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს აღნიშნულ თემაზე.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage








2
26
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
26
  
2015, 21 აპრილი, 22:06
კი მკურნალობენ. :)))
2015, 21 აპრილი, 21:40
"გოჭუნიებივით" ჩაწოლილები არიან :D :D
0 1 2