x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ქალაქ თელავის საკრებულო მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

imageქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს კონკურსს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებულის
გამოვლენა.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო
თავმჯდომარის არჩილ თხლაშიძის განცხადებით :
-“გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს: ჰერალდიკურ და ტერიტორიის ისტორიულ მემკვიდრეობას, ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობას და ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელ ისტორიულ, ეთნოგრაფიულ ან მითოლოგიურ ნიშანს .კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მისამართზე: ქ. თელავი, ერეკლე II გამზ. N16. საკონკურსო ნამუშევრების განხილვა გაიმართბა 29 მაისს, ’გერბი უნდა შეიცავდეს ადმინისტრაციული
ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).გერბისა და დროშის ესკიზი შეიძლება შესრულდეს არაუმეტეს ხუთი ფერის (წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი, მეწამული) გამოყენებით:

არჩილ თხლაშიძეს თქმით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გარდა დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრის და სამუშაო ჯგუფში მოწვეული სპეციალისტისა. კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად და გამოვლინდება გამარჯვებული რომელსაც 4 ათასი ლარი გადაეცემა. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა–2015 წლის 22 მაისი:

0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0