x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 ქვეყანა,სადაც სრულიად უწყინარი საქციელის გამო შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეთ
სანამ რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობას ან დროებით ცხოვრებას გადაწყვეტთ უმჯობესია გაეცნოთ მის კანონებს, რადგან შესაძლოა თქვენს ქვეყანაში მიღებული სრულიად უწყინარი საქციელის, საგნის ან გარეგნობის გამო იმ ქვეყანაში დაგაჯარიმონ ან სულაც გისოსებს მიღმა ამოგაყოფინონ თავი.



1-იაპონია: სიმსუქნის აკრძალვა-XXI საუკუნის ერთ-ერთი გლობალური პრობლემა სიმსუქნეა.ეს პრობლემა იაპონელებსაც შეეხეო, რომლებიც ტრადიციულად სიგამხდრით და მინიატურულობით გამოირჩევიან.

2008 წელს იაპონიაში შევიდა კანონი, რის მიხედვითაც ყველა კომპანია და მუნიციპალიტეტი ვალდებულია შეამოწმოს თავის თანამშრომლის გარშემოწერილობა 40-იდან 74 წლამდე.

მაქსიმალური ზღვარი მამაკაცებისთვის 85 სმ-ია, ხოლო ქალებისთვის 90.


ვინც ამ ზღვარს აცდება ვალდებულია გახდეს.

image



2-ჩინეთი :თამაშების მისადგმელი-უამრავი თამაშები მზადდება ჩინეთში და მათ ტესტირებას ჩინელი პატიმრები ახდენენ.

აკრძალვა ჯერ კიდევ 2000 წელს შემოიღეს, იმიტომ რომ ახლაგაზრდობა სამსახურში სამუშაოს ნაცვლად თამაშებით იყო გართული, თუმცა კანონი მაინცდამაინც არ მუშაობს, იმიტომ რომ კომპიუტერული თამაში მისადგმელის გარეშეც შეიძლება ითამაშო სრულიად მარტივად თუნდაც ტელეფონში.

image


3-საბერძნეთი ვიდეოთამაშები-ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა არაა სადაც ვიდეოთამაშებია აკრძალული.

2002 წელს ამ ქვეყანაშიც აიკრძალა თამაშები, თუმცა მიზეზი სულ სხვა იყო:მთვარობამ გადაწყვიტა ომი გამოეცხადებია სათამაშო ავტომატებისათვის, თუმცა კანონი იმდენად ფართო სპექტრის იყო რომ მასში მოჰყვა ვიდეოთამაშებიც. იყო შემთხვევბი, როდესაც საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ვიდეოგეიმერები აზარტული თამაშებისთვის და ციხეში გაუშვა.

თუმცა ევროკავშირმა და ვიდეოგეიმერების გაერთიანებამ მთელი მსოფლიოდან აიძულა საბერძნეთის მთავრობა გადაეხედათ ამ კანონისთვის.გასული წლის ბოლოს კანონი გაუქმდა.

image



4-ჩინეთი -ავატარი-ამ ფილმის ფანატები მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, ჩინეთში კი ეს ფილმი აიკრძალა, მთავრობას არ მოეწონა ის, რომ ძირძველი მოსახლეობა იმპერიალისტული ძალების წინააღმდეგ ილაშქრებს.(მინიშნება არ მოეწონათ)


ფილმის ნახვა მხოლოდ 3D ფორმატში შეიძლებოდა და რადგან ჩინეთში 3D კინოთეატრები თითებზე ჩამოსათვლელია, იქ ეს ფილმი მაინცდამაინც პოპულარობით არ სარგებლობდა.

image


5-რუსეთი, ემოს სტილში ჩაცმა-ბევრ ადამიანს არ მოსწონს ემო ჩაცმულობა და თუ სხვა ქვეყნებში ეს პრობლემა ოჯახურ აყალმაყალს და ჩხუბს არ სცდება, რუსეთში ამ პრობლემას უფრო სერიოზულად მიუდგნენ. გახშირებული თვითმკვლელობის გამო აიკრძალა ემო-ტანისამოსის ტარება სახელმწიფო დაწესებულებებში და განხილულია, როგორც "ნაციონალური სტაბილურობის საფრთხე". მუსიკის მოსმენა არაა აკრძალული.


image



6-ჩინეთი:რეინკარნაცია წინასწარი თანხმობის გარეშე.სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ცოტა არ იყოს ბრიყვულად გამოიყურება, თუმცა ესაა მცდელობა აკონტროლონ ტიბეტელი ბერები, რომლებსაც რეინკარნაციის სჯერათ.



image



7-ირანი "დასავლური ვარცხნილობა"-ისევე როგორც ბევრი აღმოსავლური ქვეყანა ირანიც ვერ იტანს დასავლურ "ფასულობებს" და ყველა ძალით ებრძოლება მას.ასე, რომ ირანმა იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი მოსახლეობა დააწესა მკაცრი ცენზურა ვარცხნილობაზე, აკრძალულია პარიკიც.

ის საპარიკმახერო, რომელიც ამ კანონს დაარღვევს დაჯარიმდება და დაიკეტება.

image



8-საუდის არაბეთი.წმ ვალენტინის დღე-ამ ქვეყანაში აკრძალულია ამ დღის აღნიშვნა, რადგან ეწინააღმდეგება მუსულმანურ რწმნას და ტრადიციებს.წყვილები არალეგალურად ულოცავენ ამ დღეს ერთმანეთს.


ამ დღეს რომანტიული ატრიბუტები 6-ჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე ჩვეულებრივ სხვა დროს.

image



9- დანია: სახელები- ამ ქვეყანაში ნებადართულია ბავშვს ის სახელი დაარქვა, რასაც ხელისუფლება სთავაზობს.შედგენილია სპეციალური სია სადაც 2400 სახელია შეყვანილი.თუ სხვა სახელის დარქმევა გსურთ უნდა გააკეთოთ განაცხადი, რომ მიიღოთ ნებართვა.

image


10-ჩინეთი, ჟასმინი-ტუნისში განხორციელებული "ჟასმინის რევოლუციის" შემდეგ, ჩინეთში აიკრძალა საერთოდ ეს მცენარე.პოლიციამ ძირფესვიანად გაანადგურა იგი. აკრძალულია მისი გამოყენება სიმღერებშიც და ტექსტურ შეტყობინებებშიც.

image

1
172
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
172
  
2015, 29 მარტი, 13:05
საინტერესო იყო., მომეწონა :)
0 1 1