x
image
ვიზა კოხაძე
" მე ნახალოვკაში გაზრდილი ბიჭი ვარ და შეიძლება მეც წამომცდეს გინება" - რა უთხრა არქიმანდრიტმა ანთიმოზმა ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" სტუმრობისას

imageრამდენიმე დღის წინ არქიმანდრიტმა ანთიმოზმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ ეკლესიიდან წავიდა: - " ეთო გავაშელაშვილო! სატანისტ - ელგებეტისტო! წყეულიც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს!"image

როგორც მამა ანთიმოზმა განმარტა, მისი ეკლესიიდან წასვლა იმ ვიდეო კადრებს უკავშირდება, რაც მისი თქმით ფარულად გადაუღეს და ინტერნეტში გაავრცელეს: - " ... მივხვდი, რომ ეკლესიას ვარცხვენ. როგორც ამბობენ, ჩემი გულისთვის ხალხი ეკლესიაში აღარ დადის, ჰოდა ახლა ივლიან".image

არქიმანდრიტის განცხადებით ეკლესიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. ამიერიდან მას მღვდელმსახურების უფლება აღარ ექნება, ზიარების - კი. როგორც სატელევიზიო თოქ - შოუ " რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა, იდეოლოგიურ " ელგეტებესთან" სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლას აპირებს.

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას მამა ანთიმოზმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, თუ როგორ გააფრთხილეს ძმებმა არველაძეებმა ის სტუდიაში სტუმრობამდე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო " ცოტა საშიშ" ჟურნალისტთან საუბრისას: - "როცა ძმებ არველაძეებს ვუთხარი, რომ თქვენთან სტუდიაში მოვდიოდი, ბიჭებმა მითხრეს: ინგა ცოტა საშიშია და ფეოლას სტილს მიმართეო", - უთხრა არქიმანდრიტმა ანთიმოზმა ტელეწამყვანს. ცნობილმა ჟურნალისტმა მისი ხუმრობის საპასუხოდ არველაძეებთან დაკავშირებული თემის image
ახლო მომავალში გახმაურება დააანონსა.imageჟურნალისტის შეკითხვაზე ცნობილ გინებასთან დაკავშირებით, მამა ანთიმოზმა ასე უპასუხა: - " მაინტერესებდა რა ხდებოდა თბილისის ღამის კლუბებში, ვიყავი ერთი-ორ ადგილას მიშა მესხთან ერთად, მაგრამ იქ არც მიცეკვია, არც დამილევია და არც მიგულავია. - როგორც მან განმარტა, ცნობილი საქციელის - გინების გამო მას ეპიტემია (საეკლესიო სასჯელი) დაადეს - 40 დღით მღვდელმსახურება შეუჩერეს. მამა ანთიმოზის თქმით, გინება მოდაში შემოვიდა, ის "ნახალოვკაში გაზრდილი ბიჭია" და შეიძლება მასაც წამოსცდეს გინება, როცა გაბრაზდება, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ხშირად იგინება.image

7
265
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
265
  
2015, 5 აპრილი, 2:16
Tu chadgebi gvtis samsaxurshi bolomde unda miyve mis gzas ...mas ufro meti moetxoveba vidre right adamians...
2015, 28 მარტი, 22:14
ერი არც არკვევს, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება.
2015, 28 მარტი, 22:10
ეგ გასაგებია მაგრამ რაც არ ეპატიება ბერს ეს არ არის ერის გასარკვევი
2015, 28 მარტი, 21:54
არც მე მომწონს რაც ხდება და ტელევიზია რომ წალეკა უმსგავსოებამ...
2015, 28 მარტი, 21:53
მე მესმის, მაგრამ რაც ეპატიება ერს არ აპატიებენ ბერს!
2015, 28 მარტი, 21:47
ამდენი საზიზღრობები ხდება , ვეღარ მოითმინა და შეიგინა ისიც ადამიანია, ერთი უბრალო გინება არ არის ყველას გასარჩევი.
2015, 28 მარტი, 12:00
ღმერთმა შემინდოს და არაა კარგი საქციელი, მამაო ასე რომ იგინება...
0 1 7